USD 2.7223
EUR 3.1274
RUB 3.3150
Тбилиси
კახა კალაძე: დედაქალაქის საახალწლოდ გაფორმებაში ბიზნესი ჩაერთო
дата:  631

2017 დავამკვიდრეთ კარგი ტრადიცია - თბილისის მერიის ორგანიზებითა და ინიციატივით, დედაქალაქის საახალწლოდ გაფორმებაში ბიზნესი ჩაერთო - სხვადასხვა ორგანიზაციებმა საკუთარ თავზე აიღეს სკვერების, პარკების, საკუთარი ობიექტებისა და შენობების ფასადების მორთვა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ძალიან სასიამოვნოა, რომ ბიზნეს სექტორი ყოველწლიურად აქტიურად მონაწილეობს ამ პროცესში და არც წლევანდელი წელია გამონაკლისი. ისინი უკვე თავად გვიკავშირდებიან, აქტიურობენ და გამოხატავენ მზაობას, რომ 2023 წელს თბილისი მათი მონაწილეობით კიდევ უფრო ლამაზი და საახალწლო განწყობის მატარებელი იყოს.

დიდი მადლობა ყველა კომპანიას ამ დამოკიდებულებისთვის და თანამშრომლობისთვის. “, - განაცხადა კახა კალაძემ.

мир
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати