USD 2.7095
EUR 3.1582
RUB 3.4290
თბილისი
კახა კალაძე ამბობს, რომ იპოდრომის ტერიტორიაზე პარკის გაშენებისთვის პროცესი უკვე დაწყებულია
თარიღი:  92

თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ იპოდრომის ტერიტორიაზე პარკის გაშენებისთვის პროცესი უკვე დაწყებულია.

მანვე ჟურნალისტებს, იპოდრომის მიმდებარედ "ვისოლ ჯგუფის" დაგეგმილ ცათამბჯენების პროექტზე განუცხადა, რომ თამარაშვილის N13-ს არანაირი კავშირი არ აქვს იპოდრომის ტერიტორიასთან.

"იპოდრომის ტერიტორიაზე გაშენდება პარკი, რომლის პროცესი უკვე დაწყებულია. აღნიშნულ სამუშაოებს აკეთებს საქველმოქმედო ფონდი "ქართუ", ბატონი ბიძინა ივანიშვილის ოჯახი უშუალოდ არის ჩართული პროექტის განხორციელებაში. აღნიშნული ტერიტორია "ქართუმ" და ბიძინა ივანიშვილმა გადმოსცა მუნიციპალიტეტს და პარალელურად, თვითონ ახორციელებს ინვესტიცია, რომ ქალაქს ჰქონდეს ცენტრალური პარკი",- ამბობს კალაძე.

აღსანიშნავია, რომ პროექტი, რომელსაც "ქართუ ფონდი" ახორციელებს, ჯერ კიდევ 2020 წელს დაანონსდა. თბილისის მერმა კახა კალაძემ ფონდის გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანთან ერთად იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე საქალაქო პარკის მოწყობის სამუშაოები ოფიციალურად სწორედ 2020 წელს გახსნა. ტერიტორია ფონდმა "ქართუმ” თბილისის მუნიციპალიტეტს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა. 2022 წელს პროექტში გარკვეული ცვლილებები შევიდა და როგორც ფონდმა განაცხადა, იპოდრომზე ცენტრალური პარკის მოწყობა დაახლოებით $20 მლნ დაუჯდება.

საზოგადოება
ირაკლი კობახიძე: ჩვენს ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტში გვქონდეს ერთი და იგივე ფაკულტეტები

ჩვენ უნდა დავნერგოთ ერთი პრინციპი, ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, ძალიან განვითარებულ ქვეყნებსაც კი არ აქვთ იმის რესურსი, რომ ერთ ქალაქში რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰქონდეთ ერთი და იგივე ფაკულტეტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველა უნივერსიტეტი დარჩება თავისი ავტონომიით.

„ერთადერთი პრინციპი რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რაც არის ძალიან ფუნდამენტური მნიშვნელობის, რომელიც მოქმედებდა თავის დროზე ჩვენს ქვეყანაში და მერე სუბიექტური პოლიტიკური ინტერესების გამო დაირღვა, ჩვენ უნდა დავნერგოთ ერთი პრინციპი, ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ძალიან განვითარებულ ქვეყნებსაც კი არ აქვთ იმის რესურსი, რომ ერთ ქალაქში რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰქონდეთ ერთი და იგივე ფაკულტეტი.

ჩვენთან ისედაც მწირია საკადრო რესურსი, მათ შორის ინფრასტრუქტურული რესურსი, ასეთ პირობებში ჩვენ ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტში გვქონდეს ერთი და იგივე ფაკულტეტები. ერთადერთი, რასაც ითვალისწინებს ჩვენი კონცეფცია, ეს არის ფაკულტეტების გადანაწილება სახელმწიფო უნივერსიტეტებზე იმ პირობებში, რომ ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტი შეინარჩუნებს ავტონომიას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, დარჩება თუ არა ლექტორების ნაწილი სამსახურის გარეშე, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ არა.

„საუბარია გადანაწილებაზე. მინდა შეგახსენოთ, ესეც განათლების ნაწილია რომ შესაკრებთა გადანაცვლები, ჯამი არ იცვლება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.