USD 2.6239
EUR 3.0219
RUB 3.2557
Тбилиси
კახა კალაძე: „ახმეტელის თეატრის“ მეორე ამოსასვლელის პროექტი 2024 წლის ნოემბერში გვექნება მზად
дата:  

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“ მგზავრთნაკადის მოწესრიგებისა და შესვლის პრობლემის აღმოსაფხვრელად მოკლევადიანი პროექტი განხორციელდა, ხოლო მეორე, გრძელვადიანი პროექტი, რომელიც მათ შორის, მეტროს მეორე ამოსასვლელის მოწყობას ითვალისწინებს, 2024 წლის ნოემბერში მზად იქნება.

როგორც დედაქალაქის მერმა შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ერთად მუშაობს და 5-ეტაპიან კვლევას ატარებს.

„მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“ იყო დისკომფორტი შესვლასთან დაკავშირებით, რაც მოხსნილია, რადგან დავამონტაჟეთ ახალი, უფრო მეტი ტურნიკეტი და დღეს მეტროში შესვლა პიკის საათებშიც არ წარმოადგენს პრობლემას. რაც შეეხება, მეორე უფრო გრძელვადიან პროექტს, ამასთან დაკავშირებით საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ვმუშაობთ. აზიის განვითარების ბანკი (ABD) ძალიან გვეხმარება, კვლევები დაწყებულია ამ მიმართულებით, 2024 წლის ნოემბერში უკვე უნდა გვქონდეს ფასები, პროექტები. 5-ეტაპიანი კვლევაა გასაკეთებელი, ორი ეტაპი უკვე დასრულებულია და ნოემბერში გვექნება პროექტი მზად, იმისთვის, რომ გამოვაცხადოთ ტენდერი უშუალოდ სამუშაოებზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, გარდა ამისა, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები მუნიციპალიტეტს მეტროს განახლებაშიც ეხმარება.

„ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ არავის არაფერი გაუკეთებია მეტროში და არც ზოგადად საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით. დავით ნარმანია იყო პირველი მერი, რომელმაც განახლებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი - 140 ერთეული „მანის“ მარკის ავტობუსები შემოიყვანა. მავნებელ „ნაციონალურ მოძრაობას“ უფლება არ აქვს, ისაუბროს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, რადგან ესენი არიან ადამიანები, რომელთაც ქალაქს მოჰპარეს, წაართვეს ყველაზე ძვირფასი ტრანსპორტი - ტრამვაი, მოიპარეს ხაზები და ჯართში ჩააბარეს“, - განაცხადა მან.

мир
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати