USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
Tbilisi
კახა კალაძე აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის რესტავრაცია-რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნო
Date:  1369

თბილისის განვითარების ფონდიმუზეუმების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის რესტავრაცია-რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებსმიმდინარე პროექტსდღესდედაქალაქის მერი კახა კალაძე ფონდის ხელმძღვანელ გიორგი პაპავასთან ერთად გაეცნო.

დედაქალაქის მერის განცხადებითპროექტის განხორციელების შედეგად თბილისს კიდევ ერთი რეაბილიტირებული და განახლებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი შეემატება.

აბრეშუმის მუზეუმირომლის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს,  იყო უმძიმეს მდგომარეობაშიეს არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი,  რომელიც ძალიან ლამაზი ნაგებობააპირველი,  რაც გაკეთდაეს იყო კონსტრუქციების გამაგრებარომელიც ფაქტობრივად იშლებოდამიწის ქვემოთ არსებული გრუნტის წყლების გამო საძირკველი უმძიმეს მდგომარეობაში იყოსარდაფები კი წყლით იყო ავსებულიდღეს ეს ყველაფერი მთლიანად რეაბილიტირებული და მოწესრიგებულიაგაკეთებულია სადრენაჟე სისტემარომელიც წყალს არიდებს აღნიშნულ შენობა-ნაგებობასპროექტის დასრულებამდე ორი თვე დარჩათითოეულ დეტალზე და ორნამენტზე განსაკუთრებული ყურადღება არის მიმართული და  ეს ყველაფერი დასრულდება  ეზოს მოპირკეთებით და გამწვანების სამუშაოებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მიმდინარე სამუშაოებსასევეგაეცნენ დიდუბის  რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე და   საქართველოს პარლამენტის წევრი ირმა ზავრადაშვილი.

პროექტი ხორციელდება „მთლიანად ან ნაწილობრივ ფრანკოფონი დედაქალაქებისა  და მეტროპოლიების მერებისა და ხელმძღვანელთა საერთაშორისო ასოციაციის“ თანადაფინანსებით.

რეაბილიტაციის I ეტაპზე შენობა კონსტრუქციულად გამაგრდარეაბილიტირდა კომუნიკაციებიმოეწყო სადრენაჟე სისტემადაისხა ფილებიმოეწყო გათბობის სისტემაგაიწმინდა აგურის კედლებიდამონტაჟდა რკინის შიდა კარი და ფანჯრებიმოეწყო სველი წერტილები და სართული სრულად ადაპტირდა შშმ პირების საჭიროებებზე.

მეორე ეტაპზე გაილესა და შეიღება კედლები და ჭერირესტავრირდა ჭერის კარნიზების ნაწილებიგამოიცვალა თუნუქის სახურავიმუშტაიდის ბაღის მხარეს შემოიღობა ტერიტორია.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფასადის მხატვრული მინათების და კედლის მხატვრობის სარესტავრაციო სამუშაოებიასევე წინა ეზოს  კეთილმოწყობა.

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way