USD 2.7318
EUR 3.1203
RUB 3.4452
Tbilisi
კახა კალაძე: 2024 წელი მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის, ეს არის ისტორიული შანსი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ
Date:  540

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიებას - GFF Awards 2023-ს დაესწრო და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა ფეხბურთის ფედერაციას გაწეული შრომისთვის.

„ჩვენი, ხელისუფლების ვალია გვერდით დავუდგეთ სპორტს, შეიქმნას შესაბამისი ინფრასტრუქტურა მომავალი თაობებისთვის, რათა მეტი წარმატებული ფეხბურთელი და სპორტსმენი აღიზარდოს ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა, მადლობა გადავუხადო ფეხბურთის ფედერაციას, ლევან კობიაშვილის ხელმძღვანელობით, იმ გუნდს, რომელიც ამდენი წელია, ძალიან ბევრს შრომობს, რათა ვიყოთ წარმატებულები“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ ხაზი გაუსვა თბილისის მუნიციპალიტეტისა და ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლობის მნიშვნელობას. მანვე მადლობა გადაუხადა ქართული ფეხბურთის ქომაგებს და გულშემატკივრებს, რომელთა მხარდაჭერაც, მისი თქმით, აძლიერებს სპორტსმენებს.

„დღეს აქ შეკრებილები არიან სპორტსმენები, ჩვენი ვეტერანი ფეხბურთელები და ყველამ კარგად ვიცით, რამხელა მნიშვნელობა აქვს გულშემატკივარს. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო ქართველ გულშემატკივარს, რადგან სწორედ ისინი არიან, ვინც გვანებივრებს, ვისაც ყველაზე მეტად ვუყვარვართ. ისინი ჩვენი გუნდის წევრები არიან. რომ არა გულშემატკივარი, ფეხბურთის თამაშს აზრი დაეკარგებოდა, რადგან სწორედ გულშემატკივარი გაძლევს სტიმულს, იბრძოლო, წარმატებას მიაღწიო, თუნდაც მარცხის შემდეგ ღირსეულად წამოდგე და ბრძოლა გააგრძელო“, -აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის თქმით, მომავალი 2024 წელი მნიშვნელოვანია ქართული ფეხბურთისთვის, რისთვისაც წარმატებები უსურვა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს.

„2024 წელი, რომელიც სულ მალე შემოვა, მნიშვნელოვანია ჩვენი ფეხბურთისთვის. მინდა, წარმატებები ვუსურვო საქართველოს ეროვნულ ნაკრებს. ეს არის ისტორიული შანსი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. დღეს ჩვენი ქვეყანა და ქართული ფეხბურთი არის იმ დონეზე, რომ ჩვენ წარმოვადგენდეთ ევროპას, ვიყოთ ევროპულ ტურნირებზე და ვიყოთ წარმატებულები. მინდა, წარმატებები ვუსურვო ჩვენს ეროვნულ ნაკრებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

tbilisi
თბილისის ქუჩები რომელთაც 6 ივნისს დენი გაეთიშებათ

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 6 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაშალეიშვილის, გოგებაშვილის, პეტრიაშვილის, რჩეულიშვილის, თერგის, გალის და შანიძის ქუჩების მოსახლეობას. 

ისნის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მეტრომშენის დასახლების (ნაწილობრივ), ნავთლუღის დასახლების, ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), ბუკისციხის, აშშ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის, კონსტანტინე ამირაჯიბის, ხაჩატურიანის, ეკატერინე მელიქიშვილის, ალექსანდრე თანდაშვილის, კოტე ბაქრაძის, მიქელაძის, ჩოჩუას, ნავთლუღის, კალანდაძის, არველაძის, აფანასიევის, ხარაბაძის, ტოლენჯის, ყარყარაშვილის, ზურაბ ბეგიაშვილის, სვიმონ კლდიაშვილის, თემურ ქევხიშვილის, ანდღულაძის, წალენჯიხის, თოლენჯის, ქობულაძის, ნანეიშვილის, გელა მებაღიშვილის, ონიანის, დურმიშიძის, ვასილ კოპცოვის, კონსტანტინე ანდრონიკაშვილის, გიორგი ანწუხელიძის, ნოე ხომერიკის, გუჯარეთის, შერვაშიძის, ყვარლის, კაკაბეთის, მესხეთის, მათიაშვილის, ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძის, ალექსანდრე ჯანელიძის და ელისაბედ ორბელიანის ქუჩების მოსახლეობას.   

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way