USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
კახა კალაძე- უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაციაზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 17 მლნ ლარი დაიხარჯება
თარიღი:  915

ვიწყებთ კიდევ ერთ ინფრასტრუქტურულ პროექტს - უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაციას. პროექტის პირველ ეტაპზე, მთლიანად შეიცვლება და განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები. მათ შორის, წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე, გაზმომარაგების და სხვადასხვა საჰაერო ქსელი, რომლებიც მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდება, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„1 600 მეტრის სიგრძის გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ტროტუარები და გარე განათების ქსელი, დამონტაჟდება ახალი LED ლამპიონები. ტერიტორიაზე ასევე ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და ქუჩაზე არსებული ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირებისთვის.

უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის 10 ივნისს დაიწყება, რის გამოც ქუჩის ერთ მხარეს ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. ეს თანმხლები დისკომფორტი აქვს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მაგრამ მინდა, დედაქალაქის მცხოვრებლებმა იცოდნენ, რომ ყველა პროექტი კეთდება ფუნდამენტურად, ხარისხიანად, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული რეაბილიტირებული ქუჩა და გამზირი წლების განმავლობაში იქნება გამართული და გადაადგილებისას კომფორტული.

პროექტისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 17 მლნ ლარი დაიხარჯება, ხოლო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება“, - აცხადებს დედაქალაქის მერი.

შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები უნივერსიტეტის ქუჩაზე გადაადგილებას შეძლებენ ცალმხრივად, მხოლოდ ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან მიხეილ თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით, ხოლო მიხეილ თამარაშვილის ქუჩიდან სატრანსპორტო საშუალებებს უნივერსიტეტის ქუჩაზე შეხვევა შეეზღუდებათ.

სატრანსპორტო საშუალებებს მიხეილ თამარაშვილის ქუჩიდან უნივერსიტეტის ქუჩის მიმართულებით გადაადგილება შეეძლებათ ვაჟა-ფშაველას გამზირისა და სანდრო ეულის ქუჩის გამოყენებით.

ასევე პერიოდულად, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე, შეიზღუდება უნივერსიტეტისა და მიმდებარე ქუჩებს შორის ავტომანქანების მოძრაობა.

შეზღუდვის პერიოდში შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემა:
N363 ავტობუსი იმოძრავებს წრიულად - სოფელ თხინვალადან პეტრე ქავთარაძის ქუჩით დაუკავშირდება უნივერსიტეტის ქუჩას და დაეშვება თამარაშვილის გამზირისკენ, შემდეგ კი გაემართება სოფელ თხინვალას მიმართულებით.

N302, N304, N310, N392 ავტობუსები უნივერსიტეტის ქუჩისა და გიორგი დანელიას ქუჩის კვეთასთან წრეზე მობრუნდებიან კვლავ უნივერსიტეტის ქუჩისკენ, სადაც იქნება მათი ბოლო გაჩერება.

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის