USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Тбилиси
კახა კალაძე წერეთლის გამზირზე მიმდინარე სამუშაოების და კომპანიებს შერჩევის შესახებ
дата:  

წერეთლის გამზირზე სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს, რომელიც საღამომდე მთლიანად დასრულებული იქნება - როგორც დაგპირდით, ხვალიდან, 1-ელი თებერვლიდან მოძრაობა ორმხრივად იქნება აღდგენილი, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ის მუდმივი ისტერიკა, პანიკის თესვა, ლანძღვა და ცილისწამება, რაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თან სდევდა წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, სხვა არაფერია თუ არა სიძულვილი საკუთარი ქალაქისა და თანაქალაქელების მიმართ.

„ჩვენ დედაქალაქის მოსახლეობას დავპირდით, რომ 1-ელი თებერვლიდან წერეთლის გამზირზე სამუშაოები საგზაო ნაწილში იქნებოდა დასრულებული და მოძრაობა ორმხრივად იქნებოდა შესაძლებელი. ახლაც მიმდინარეობს სამუშოები, რომელიც საღამომდე მთლიანად დასრულებული იქნება. პარალელურად მიმდინარეობს დასუფთავების სამუშაოები და ხვალიდან, 1-ელი თებერვლიდან როგორც დაგპირდით, წერეთლის გამზირზე მოძრაობა იქნება ორმხრივად აღდგენილი და გადაადგილება თავისუფლად იქნება შესაძლებელი.

კიდევ ერთი განახლებული გამზირი შეემატება დედაქალს, რაც, რასაკვირველია ყველას გვახარებს. თუმცა, ალბათ, სწორი ვიქნებოდი თუ ვიტყოდი, რომ ყველას უნდა გვახარებდეს, რომ ასეთ პროექტები ხორციელდება ჩვენ ქალაქში. ის მუდმივი ისტერიკა, პანიკის თესვა, ლანძღვა, ცილისწამება, რაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თან სდევდა წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, სხვა არაფერია თუ არა სიძულვილი საკუთარი ქალაქის და თანაქალაქელების მიმართ,“ - განაცხადა კალაძემ.

როგორც თბილისის მერი აცხადებს, „უსამშობლო ადამიანები“, ე.წ. პოლიტიკოსები ქვეყანაში განვითარებას, აღმშენებლობას და მშენებლობას დანაშაულად აცხადებენ, თუმცა როგორც თავად ამბობს, ქალაქის წინსვლისა და განვითარების პროცესს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს.

„ყოველთვის არის მანიპულაციები, სპეკულაციები, ეს მიდგომა და დამოკიდებულება განვითარებასთან, წინსვლასთან, აღმშენებლობასთან. იგივე თუნდაც იმ ახალ პროექტებთან დაკავშირებით, რასაც სამშენებლო და დეველოპერული სექტორი აკეთებს. დააკვირდით, როგორი აგრესია არის. დღეს საქართველოში და დედაქალაქში აღმშენებლობას, განვითარებას, მშენებლობას ეს უსამშობლო ადამიანები, ე.წ. პოლიტიკოსები ერთგვარ დანაშაულად აცხადებენ. ამ სამწუხარო რეალობის წინაშე ვდგავართ, თუმცა ძალიან ბევრია გონიერი ადამიანი, ვისაც უხარია ჩვენი ქალაქის წინსვლა, განვითარება, აღმშენებლობა და რა თქმა უნდა, ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს ამ პროცესს,“ - განაცხადა კალაძემ.

ტყუილია, თითქოს ჩვენ ვარჩევთ კომპანიებს. ვერც მე და ვერც ჩემი რომელიმე თანამშრომელი ვერ შეარჩევს კომპანიას - მე რომ მქონდეს უფლება თავად მივიღო გადაწყვეტილება, რომელმა კომპანიამ უნდა შეასრულოს სამუშაოები, ის პრობლემები არ გვექნებოდა, რაც სხვადასხვა პროექტის განხორციელებისას იქმნებოდა. ეს არის 100%-იანი სიმართლე, - განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც კალაძემ აღნიშნა, სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებისას იმაზე მძიმე მდგომარეობა ხვდებათ, ვიდრე წარმოუდგენიათ, ამას კი თან ემატება „არაპროფესიონალი, არაკეთილსინდისიერი კომპანიები, რომლების ტენდერში იღებენ მონაწილეობას“.

„ყველამ ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტები. ეს ნიშნავს, ათეულობით წლების განმავლობაში ხელშეუხებელი კომუნიკაციების სრულად განახლებას, მოწესრიგებას. ძალიან მძიმე მდგომარეობაა კომუნიკაციების კუთხით მთელ ქალაქში. სადაც ვაკეთებთ რეაბილიტაციას გვინდა, რომ ძირეულად იყოს ყველაფერი შეცვლილი. ყველაფერი იცვლება, რა კომუნიკაციების არსებობს მიწის ქვეშ. ასევე, სამწუხარო რეალობაა ის, რომ არავინ, არცერთმა კომპანიამ არ იცის რა მდგომარეობაა მის ნაწილში, იმ კომუნიკაციების თვალსაზრისით, რაც ქალაქში არსებობს. როდესაც შეხედავს ადამიანი, ჩანს, ჩავარდნილი ასფალტები, ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ კომუნიკაცია დაზიანებულია, წყლის გაჟონვა მიმდინარეობს, რაც გამორეცხვას იწვევს და საგზაო ნაწილის ჩავარდნას.

როდესაც სამუშაოებს ვიწყებთ, იმაზე მძიმე მდგომარეობა გვხვდება, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. ამას თან ემატება არაპროფესიონალი, არაკეთილსინდისიერი კომპანიები, რომლების ტენდერში იღებენ მონაწილეობას. არაერთხელ ყოფილა საუბარი, ტყუილია, თითქოს ჩვენ ვარჩევთ კომპანიებს. ვერც მე, ვერც ჩემი რომელიმე თანამშრომელი ვერ შეარჩევს კომპანიას. კომპანიის შერჩევა ტენდერის საფუძველზე ხდება. მე რომ მქონდეს უფლება თავად მივიღო გადაწყვეტილება, რომელმა კომპანიამ უნდა შეასრულოს სამუშაოები, ის პრობლემები არ გვექნებოდა, რაც სხვადასხვა პროექტის განხორციელებისას იქმნებოდა. ეს არის 100%-იანი სიმართლე, თუ გაინტერესებთ.

ამ კაკაფონიის ფონზე მოხდა ჭავჭავაძის, მელიქიშვილის, ქეთევან დედოფლის გამზირის განახლება, უამრავი ქუჩის რეაბილიტაცია, ისტორიული უბნების განახლება...მახსოვს, 2017 წელს, როდესაც მოვედი რამდენი პრობლემა იყო...მახსოვს, სამშენებლო მიმართულებით ათასობით დაგროვებული განაცხადი, რომელიც პასუხგაუცემელი რჩებოდა, დღეს, არცერთი ასეთი განაცხადი არ გვაქვს. ყველას თავის ვადებში გაეცემა პასუხი“,-აღნიშნა კალაძემ.

мир
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати