USD 2.7002
EUR 3.1679
RUB 3.2114
Tbilisi
კახა კალაძე -სერვის-ცენტრებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში წესების დაცვის აუცილებლობის შესახებ
Date:  913

მუნიციპალურ სერვისებზე მოთხოვნა არის მნიშვნელოვნად მაღალი, გაზრდილია, იმიტომ, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში რიგი მიმართულებები შეჩერებული იყო. ცხადია, ბევრ ადამიანს ბევრი საქმე დაუგროვდა. დიდია მოთხოვნაც და რიგებიც, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მერია ყველაფერს აკეთებს, რომ გადაწყვეტილებები სწრაფად იქნას მიღებული, წერილები სწრაფად ჩაბარდეს და მოქალაქეებს რიგში დგომა არ მოუწიოთ.

„როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ მოქალაქეთა მომსახურების 11-ივე სერვისცენტრმა დაიწყო მუშაობა. თქვენ იცით, რომ პანდემიის გამო, ჩვენ მოგვიწია მთელი რიგი ღონისძიებების გატარება. შესაბამისად, თანამშრომლებს, რომლებიც რისკის ჯგუფში არიან, მივეცით შესაძლებლობა დისტანციურად მუშაობის და ეს რა თქმა უნდა, დღესაც გრძელდება. ჩვენ ამ პანდემიის გამო მოგვიწია მთელი რიგი სერვისების დახურვა, როგორც მერიაში, ასევე ათივე რაიონულ გამგეობაში. 1-ელი ივნისიდან, ორშაბათიდან, უკვე სრულყოფილად მუშაობს 11-ივე სერვისცენტრი და ემსახურება მოსახლეობას. სერვისებზე მოთხოვნა არის მნიშვნელოვნად მაღალი, გაზრდილია, იმიტომ, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში მთელი რიგი მიმართულებები შეჩერებული იყო. ცხადია, ბევრ ადამიანს ბევრი საქმე დაუგროვდა და დიდია მოთხოვნაც და რიგებიც. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მაქსიმალურად სწრაფად მივიღოთ გადაწყვეტილებები, სწრაფად მოხდეს წერილების ჩაბარება, იმისთვის რომ ადამიანებს არ მოუწიოთ რიგში დგომა. თუმცა, აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს და გათვალისწინებულია სოციალური დისტანცია, აუცილებელია პირბადეების მოხმარება,"- განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მუშაობა განაახლა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმაც, სადაც აუცილებელი მოთხოვნების დაცვა სავალდებულოა.

„მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას. იმიტომ, რომ კოვიდ-19-თან ბრძოლა ბოლომდე არ არის მიყვანილი. როგორც იცით, მთელი ამ ხნის განმავლობაში კორონავირუსით დაზარალებული სუბიექტების ხელშეწყობის მიზნით არაერთი ღონისძიება გატარდა, როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ასევე ჩვენ მიერ. იცით, რომ რესტორნები და კაფეები გავათავისუფლეთ საიჯარო გადასახადისგან,"- განაცხადა კალაძემ.

tbilisi
თბილისის აეროპორტში ბანგკოკიდან 20 კგ-მდე მარიხუანას შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

თბილისის აეროპორტში ბანგკოკიდან 20 კგ-მდე მარიხუანას შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ავრცელებს.

"საბაჟო გამშვები პუნქტი "თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა (19,4 კილოგრამი) აღმოაჩინეს.

მებაჟე ოფიცრის მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის ბარგის რენტგენო ინსპექტირების სკანერით დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა საეჭვო შიგთავსი, რის შემდეგაც უფლებამოსილი პირის მიერ, მოხდაბარგის სპეციალური წითელი ფერის წებოვანი სტიკერით ნიშანდება და ის დამატებით, ფიზიკურ დათვალიერებას დაექვემდებარა.

სამართალდამრღვევ მოქალაქეს, რომელიც ბანგკოკი-მუმბაი-თბილისის რეისით ჩამოფრინდა, სამგზავრო ჩანთაში, ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა 34 შეკვრად დაფასოებულ ჰერმეტულ შეფუთვაში ჰქონდა განთავსებული", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლების შესაბამისად, აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way