USD 2.6732
EUR 3.1124
RUB 3.7466
თბილისი
კახა კალაძე: დღეს დედაქალაქში არ გაიცემა არცერთი ნებართვა მშენებლობაზე, თუკი გარემოს დაცვითი სტანდარტები უმაღლეს დონეზე არ არის დაცული
თარიღი:  1062

შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, დღეს დედაქალაქში აღარ ხორციელდება არც ერთი ინფრასტუქტურული პროექტი, არ გაიცემა არც ერთი ნებართვა მშენებლობაზე, თუკი გარემოს დაცვითი სტანდარტები უმაღლეს დონეზე არ არის დაცული და სრულად არ შეესაბამება დედაქალაქისა და თბილისის მცხოვრებთა ინტერესებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გარემოს დაცვის პოლიტიკის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მან მერიის მიერ განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისის მერია დედაქალაქის მცხოვრებთა კეთილდღეობისთვის სამუშაოებს მომავალშიც გააგრძელებს.

„ჯერ კიდევ 2017 წლს, როდესაც საარჩევნო კამპანიას ვაწარმოებდით, თბილისელებს მივეცი პირობა, რომ ჩვენ არ გავცემდით არც ერთ ნებართვას და არც მოხდებოდა ისეთ ადგილებში მშენებლობების განხორციელება, სადაც იყო რეკრეაციული სივრცეები, სტადიონები, სპორტული კომპლექსები. ჩვენ ჩვენს დაპირებას ვასრულებთ და ეს მომავალშიც გაგრძელდება.

განვლილი წლების მანძილზე შემუშავდა ნარჩენების მართვის გეგმა და სტრატეგია, რის შედეგად დედაქალაქში ბევრად მარტივი გახდა ნარჩენების გატანა და გადამუშავება, თუმცა ამ მიმართულებით ჩვენ იმ შედეგს ვერ მივაღწიეთ, საითაც მივდივარ და აქაც გვინდა გადმოვიტანოთ ევროპული ქვეყნების საუკეთესო მაგალითები, თუ როგორ უნდა მოხდეს ნარჩენების გადამუშავება და მივიღოთ ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, ამ მიმართულებით ვმუშაობთ“,-განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, ასევე შეიქმნა თბილისის ზღვის სანიტარული დაცვის ზონები და ამ მიმართულებით ეფექტიანი კონტროლი ხორციელდება. კახა კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ საზოგადობრივი ტრანსპორტი სრულად განახლდა ეკოლოგიურად სუფთა ავტოპარკით, რაც ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის შემცირების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

საზოგადოება
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის