USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Тбилиси
კახა კალაძე - ყველას ცხვირ-პირში მოხვდება სიმართლის მუშტი
дата:  862

დედაქალაქის მერი კახა კალაძე დეზინფორმაციის გავრცელების და „ფეიკ ნიუსების“ წინააღმდეგ ახალ პროექტს იწყებს. ამის შესახებ გუშინ თბილისის მერმა სოციალურ ქსელში, ვიდეო ჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, დეზინფორმაციის გავრცელება დიდი პრობლემაა, რომელსაც ყველა დემოკრატიულმა ქვეყანამ ომი გამოუცხადა.

„ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური და მასშტაბური გახდა მსოფლიოში „ფეიკ ნიუსებთან“ ბრძოლა. ვინც თვალს ადევნებთ ინფორმაციას, იცით რომ ყველა დემოკრატიულმა ქვეყანამ ომი გამოუცხადა დეზინფორმაციას, რადგან ტყუილის გავრცელება და პროპაგანდა დაბალი ხარისხის დემოკრატიის ქვეყნებისთვის ერთ-ერთი იარაღი გახდა პოლიტიკური თუ ეკონომიკური მიზნების მისაღწევად. სამწუხაროა, რომ ჩვენმა დესტრუქციულმა ოპოზიციამ სწორედ დეზინფორმაციის გზით გადაწყვიტა ადგილის დამკვიდრება და ყურადღების მიქცევა, რაშიც ისინი აქტიურად იყენებენ საკუთარ ტელევიზიებს. ისმის კითხვა, რა დავუპირისპიროთ ცრუ „მთავარს“, თუ ტყუილში „პირველებს“, თუ მათთან ასოცირებულ „ფეიკნიუსების“ გამავრცელებლებს. რასაკვირველია, მხოლოდ და მხოლოდ ფაქტები, სიმართლე და სწორი ინფორმაციის მიწოდება კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. დედაქალაქის მერიამ ამ თითქმის სამი წლის მანძილზე ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. ინფრასტრუქტურული, სოციალური, კულტურული მიმართულებით. ჩვენ ვთქვით, რომ მერიის უწყების საჯაროობა, მუშაობის პროცესის თვალის დევნება, თანამონაწილეობა და ჩართულობა ჩვენი დედაქალაქის მოსახლეობისთვის საკმარისია, რათა არ მოექცნენ დეზინფორმაციის გავლენის ქვეშ”, - განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, დედაქალაქის მერია არ ერიდება პრობლემებზე საუბარს.

“თქვენ ალბათ აკვირდებით, რომ საკმაოდ აქტიური ვარ და ყოველთვის ვცდილობ, რომ სრულყოფილი ინფორმაცია მივაწოდო თბილისის მოსახლეობას ყველა იმ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც გვაქვს დაგეგმილი, რომელიც ხორციელდება, რომელიც სამომავლოდ უნდა განხორციელდეს. ასევე, არ ვერიდები პრობლემებზე და გამოწვევებზე საუბარს, რომელიც საკმაოდ ბევრი გვაქვს. არ გვერიდება ამაზე საუბრის იმიტომ, რომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ მომდევნო წლების განმავლობაში პრობლემების მოგვარება, რომლებიც 20-25 წლის განმავლობაში დაგროვდა ჩვენს ქალაქში. არ გვერიდება ამ პრობლემებზე საუბრის, მაგრამ ამასთანავე, ვგრძნობთ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას, არ დავტოვოთ პასუხგაუცემელი ის სიცრუე და ცილისწამება, რომელსაც ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაზე თხზავენ გამარგინალებული პოლიტიკოსები და ავრცელებენ თავიანთი მედიასაშუალებებით.

თითოეულ „ფეიკ“ ბრალდებას, რაც არ უნდა სისულელე იყოს, არ აქვს მნიშვნელობა, ყოველთვის გავცემთ არგუმენტირებულ და რაციონალურ პასუხს. ვალდებულები ვართ, ხელი შევუშალოთ სიცრუის პროპაგანდას და მის დანერგვას ჩვენს მედიასივრცეში.

22:00 საათზე გვექნება პირველი ვიდეო ჩართვა, სადაც მივაწვდით სრულ ინფორმაციას მოსახლეობას და ასევე ვაჩვენებთ, თუ როგორ ცდილობს კონკრეტული მედიასაშუალებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.

არჩევნები ახლოვდება და კონკრეტული პოლიტიკოსები, თუ მათი ტელევიზიები ცდილობენ, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, რაშიც ჩვენ ხელს შევუშლით და ამის შესაძლებლობას მათ არ მივცემთ. ასე რომ, გვიყურეთ ხვალ, 22:00საათზე იმისათვის, რომ გქონდეს სწორი ინფორმაცია ყველა იმ სიცრუეზე და სიბინძურეზე, რაც დედაქალაქის მუნიციპალიტეტის და პირადად ჩემი მისამართით ისმის. ყველა კითხვას გაეცემა შესაბამისი პასუხი და ყველას ცხვირ-პირში მოხვდება სიმართლის მუშტი“

общество
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати