USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
კახა კალაძე - ვრცელდება მიზანმიმართული დეზინფორმაცია თითქოს დაგეგმილია, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის „ჩაბეტონება“
Date:  893

ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის მოწყობის სამუშაოებს დღეს დედაქალაქის მერი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. 

„ეკოლოგია არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა ჩვენი ქალაქისთვის. ბევრი კარგი და მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ თბილისის გამწვანების მიმართულებით- სკვერების, პარკების მშენებლობა და განახლება-რეაბილიტაცია. თქვენ იცით, რომ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს ცენტრალური პარკი. ეს იყო კერძო საკუთრება, რომელიც ივანიშვილების ოჯახმა მუნიციპალიტეტს გადასცა. პარკის მოწყობის სამუშაოებსაც ასევე აწარმოებს საქველმოქმედო ფონდი "ქართუ". მინდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ივანიშვილების ოჯახს“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში ვრცელდება მიზანმიმართული დეზინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს დაგეგმილია აღნიშნული ტერიტორიის „ჩაბეტონება“ და სარესტორნო სივრცეების მოწყობა.

კახა კალაძის განმარტებით, პარკი მიმზიდველი და საინტერესო იქნება ყველა ინტერესისა და საჭიროების მქონე ადამიანისთვის. 

„კონცეფცია მიმართულია სწორედ იმისკენ, რომ ეს ერთი დიდი სივრცე ისე დაიყოს, ყველა ადამიანს ჰქონდეს დასვენებისა და გართობის შესაძლებლობა. ამ დროისთვის მუშაობა მიმდინარეობს პროექტის დეტალებზე და მინდა, მივმართო საზოგადოებას, ჩაერთოს ამ პროცესში და უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდეს კონკრეტული სივრცეების მოწყობასთან დაკავშირებით. ჩვენ კარი არასდროს არავისთვის დაგვიხურავს, ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობთ ვეთანამშრომლოთ საზოგადოებასთან. ჩვენ ამისთვის შევქმნით სპეციალურ პლატფორმას, მსურველებს შევხვდებით, გვექნება პროექტების განხილვები, საზოგადოებასაც წარვუდგენთ ზუსტად იმას, თუ რისი გაკეთება იგეგმება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way