USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
კახა კალაძე - ვაშლიჯვრის ფერდობის მეწყერის შემსწავლელ ჯგუფში, ყველა დაინტერესებულ პირს ვიწვევთ
თარიღი:  636

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოადგილეს დაავალა, სამუშაო ჯგუფში ყველა დაინტერესებული პირი ჩართოს, ვინც ვაშლიჯვრის ფერდობზე მეწყერს სწავლობს. როგორც კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ვაშლიჯვარში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ბოლო დღეების განმავლობაში მიზანმიმართულად ვრცელდება დეზინფორმაცია, რაც მიზნად ისახავს მოსახლეობაში პანიკის დათესვას.

„სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო, რომ ბოლო დღეების განმავლობაში კონკრეტულ მედიასაშუალებებში მიზანმიმართულად ხდება დეზინფორმაციის გავრცელება და მიზანმიმართულად ხდება პანიკის დათესვა, რაც ძალიან ცუდია. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ამ მედიასაშუალებებს, რომ თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან. პირველი, რაზეც აპელირება მიდიოდა, იყო ის, რომ თითქოს დედაქალაქის მერიამ დამალა ეს პრობლემა ან პირიქით, არც იცოდა ამის თაობაზე. ჩვენ ვსაუბრობთ პრობლემაზე, რომელიც რამდენიმე ათეული წელია არსებობს დედაქალაქში. ჩვენ ვიცოდით ამ პრობლემასთან დაკავშირებით და მეტიც, ჩვენს ვებ გვერდზე tas.ge-ზე ატვირთული იყო ინფორმაცია არა მარტო ამ ზონასთან დაკავშირებით, არამედ ყველა იმ პრობლემურ ადგილზე, რაც სამწუხაროდ, გვაქვს დედაქალაქში. ქალაქში კიდევ გვაქვს მეწყრულად საშიში ადგილები, რომელიც რა თქმა უნდა, ოფიციალურად გამოქვეყნებულია. არ არის სწორი ინფორმაცია რასაც ავრცელებენ კონკრეტული მედიასაშუალებები.

ჩვენი სამუშაოების ფარგლებში ყოველდღიურად ვაკვირდებოდით არსებულ ფერდს და როცა გაჩნდა იმის საშიშროება, რომ პრობლემები შეიძლებოდა შექმნილიყო, ორმხრივად ჩაიკეტა მოძრაობა. ამ პროცესებში პირველივე დღიდან ჩავრთეთ როგორც ქართველი, ასევე გერმანელი სპეციალისტები. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მუშაობენ წყნეთი-ახალდაბის მეწყრული გზის აღდგენის სამუშაოებზე და ასევე შეშელიძის ქუჩაზე, სადაც სერიოზული პრობლემა იდგა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენდა“, - განაცხადა კალაძემ.

მერმა თავის მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს დაავალა, სამუშაო ჯგუფში ყველა დაინტერესებული პირი ჩართოს, ვინც ვაშლიჯვრის მეწყერს სწავლობს.

„ვიცი, რომ არის კიდევ გარკვეული დაინტერესებული ჯგუფები, ვინც დედაქალაქში მეწყრულ ადგილებს სწავლობს, ამიტომ მინდა ჩემს მოადგილეს ირაკლი ბენდელიანს დავავალო, რომ ეს ადამიანები ჩართოთ ამ სამუშაო ჯგუფში. ისინი ცუდს არაფერს გააკეთებენ, პირიქით. ერთობლივი ძალებით რაც შეიძლება სწრაფად მოვაგვაროთ კონკრეტული პრობლემა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევა-პროექტირება. სამუშაო ჯგუფი განაგრძობს სამუშაოებს გერმანელ სპეციალისტებთან ერთად. მათ დადებითად შეაფასეს უსაფრთხოების ზომებისთვის გადადგმული ნაბიჯები, რომ ორმხრივად ჩაიკეტა მოძრაობა, სამუშაოები შეჩერებულია“, - განაცხადა კალაძემ.

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის