USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
Tbilisi
კახა კალაძე - უახლოეს მომავალში ცნობილი გახდება, ქართული ოცნების პარტიული სიის წევრების და მაჟორიტარების ვინაობა
Date:  1103

„ქართული ოცნების” გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, ვინ იქნება „ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში და ასევე, ვინ იქნება მაჟორიტარობის კანდიდატი.

კახი კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პარტია ამ საკითხზე აქტიურად მუშაობს. მან კრიტერიუმებზეც ისაუბრა, რომლითაც კანდიდატების შერჩევისას იხელმძღვანელებენ.

„თუ ვინ იქნება წარმოდგენილი საარჩევნო სიაში, ვინ იქნებიან მაჟორატარი დეპუტატობის კანდიდატები, ეს უახლოეს მომავალში ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის. მუშაობა დაწყებულია ამ მიმართულებით. როგორც ყველა პარტია მუშაობს, ასევე მმართველი პარტია მუშაობს.

მაჟორიტარებს რაც შეეხება, იქნება ის ვისაც გამარჯვების მეტი შანსი ექნება, ვისაც მეტი მხარდამჭერი ჰყავს და დიდი პოპულარობით სარგებლობს კონკრეტულ რაიონებში. რაც შეეხება სიას, პროფესიონალიზმი, განათლება, მათი შემდეგი საქმიანობა, რომელიც მათ უნდა განახორციელონ პარლამენტში და ა.შ. ჯერ მიმდინარეობს მსჯელობა და ყველა იმ კრიტერიუმის გათვალისწინება მოხდება, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისთვის”.

Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way