USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Тбилиси
კახა კალაძე - უახლოეს მომავალში დაიწყება წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია
дата:  471

კახა კალაძის განცხადებით, უახლოეს მომავალში საზოგადოება შეიტყობს, თუ როდის დაიწყება წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია.

საკმაოდ მასშტაბური სამუშაოებია შესასრულებელი, განუცხადა მან ჟურნალისტებს.

„უახლოეს მომავალში საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას, თუ როდის დაიწყება აღნიშნული გამზირის რეაბილიტაცია, რა ვადები დასჭირდება. საკმაოდ დიდი მოცულობის სამუშაოები არის შესასრულებელი, გვინდა მიწისქვეშა კომუნიკაციები მთლიანად მოვაწესრიგოთ და შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები განვახორციელოთ. რაც შეეხება ზოგადად სამუშაოების ხარისხს, სამწუხაროდ, ზოგადად, ეს პრობლემა სამშენებლო მიმართულებით გვაქვს, არ არსებობს შესაბამისი კვალიფიკაცია, პროფესიონალიზმი, არის კადრების ნაკლებობა, ძლიერი კადრების გადინება, რომ ევროპაში უფრო მაღალი ანაზღაურება ჰქონდეთ. ვფიქრობ, ეს ნორმალურია, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია დავეწიოთ კადრების გადამზადებასა და პროფესიონალიზმში",-განაცხადა კალაძემ.

мир
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати