USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Тбилиси
კახა კალაძე - წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად გაიხსნა
дата:  

აკაკი წერეთლის გამზირზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა და საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად გაიხსნა - განაცხადა ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

მისივე განცხადებით, რეაბილიტაციის ფარგლებში, შეიცვალა და განახლდა ყველა ტიპის მიწისქვეშა კომუნიკაცია, მათ შორის წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ქსელები.

“საზოგადოებას დავპირდით, რომ პირველ თებერვალს გავხსნიდით. გამზირის ერთ მხარეს დასრულებულია გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა და მეორე ნაწილში კვლავ მიმდინარეობს აღნიშნული სამუშაოები.

დასრულების ეტაპზეა, უსაფრთხოების კუნძულების მოპირკეთება, რის შემდეგაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები დამონტაჟდება. უახლოეს პერიოდში, შუქნიშნების მონტაჟი და გზის სავალი ნაწილის დახაზვის სამუშაოები დასრულდება.

ამ ეტაპზე, დარჩენილია ტროტუარების მოწყობის და გამწვანების სამუშაოები, რომელიც მარტის თვეში დასრულდება”, - განაცხადა თბილისის მერმა.

общество
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати