USD 2.6126
EUR 3.0364
RUB 3.0189
Тбилиси
კახა კალაძე - ტრამვაის დაბრუნებით დედაქალაქისთვის მომავლის სატრანსპორტო სისტემა შეიქმნება
дата:  58

ასეთი მასშტაბის პროექტს თან ახლავს გარკვეული დისკომფორტი, ამიტომ მინდა თბილისელებს ვუთხრა, რომ ყველა ეტაპზე მაქსიმალურად ღია ვიქნებით პირადად მეც და ჩემი თანაგუნდელებიც და წინასწარ მოგაწვდით ინფორმაციას, როგორც სამუშაოების, ასევე სატრანსპორტო მოძრაობის ცვლილებების შესახებ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ტრამვაის ხაზის მშენებლობა პროექტირებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ტრამვაის დაბრუნებით დედაქალაქისთვის მომავლის სატრანსპორტო სისტემა შეიქმნება.

„რასაკვირველია, ტრამვაის ერთი ხაზი დედაქალაქის სატრანსპორტო პრობლემებს ვერ მოაგვარებს და ამის თქმას არც ვაპირებთ, მაგრამ დიდი ცვლილებები ყოველთვის პირველი ნაბიჯით იწყება. გვინდა, რომ ეს ხაზი გახდეს თანამედროვე ტრამვაის ქსელის განვითარების დასაწყისი და თბილისის სატრანსპორტო სისტემის ახალი ეტაპი.

წინ რთული სამუშაო პროცესი გველოდება. ასეთი მასშტაბის პროექტს თან ახლავს გარკვეული დისკომფორტი. ამიტომ მინდა თბილისელებს ვუთხრა, რომ ყველა ეტაპზე მაქსიმალურად ღია ვიქნებით პირადად მეც და ჩემი თანაგუნდელებიც და წინასწარ მოგაწვდით ინფორმაციას, როგორც სამუშაოების, ასევე სატრანსპორტო მოძრაობის ცვლილებების შესახებ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დისკომფორტი მაქსიმალურად შევამციროთ. როდესაც ქალაქი მომავალს აშენებს, ზოგჯერ დროებითი დისკომფორტის გავლაც გვიწევს. მთავარი ის არის, რა რჩება ამ პროცესის დასრულების შემდეგ.

დღეს, ჩვენ ხელს ვაწერთ არა უბრალოდ ხელშეკრულებას, არამედ ვიწყებთ პროექტს, რომელმაც თბილისის სატრანსპორტო ისტორიაში ახალი ფურცელი უნდა დაწეროს.

მინდა წარმატებები ვუსურვო თურქულ კომპანიას, ჩვენს სატრანსპორტო კომპანიას და ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობას მიიღებს ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, დედაქალაქის საკრებულოში ტრამვაის ხაზის პროექტირება - მშენებლობის ხელშეკრულება ოფიციალურად გაფორმდა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მხრიდან გენერალურმა დირექტორმა გიორგი შარკოვმა, ხოლო ერთობლივ საწარმო EYE-ს (Emre Ray + Yüksel + Erk) მხრიდან ჰალიტ ემრე ილმაზმა მოაწერეს ხელი.

мир
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს
როგორც ჩანს, რუსეთი უკრაინასთან ომის გაგრძელებას წლობით აპირებს და კრემლი არც დონბასის რეგიონის დაკავების შემთხვევაში გეგმავს შეჩერებას.
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს:
“მშვიდობა არ იქნება, კრემლმა ომის შეწყვეტის წინადადება უარყო: ჩვენ არ გვჭირდება ბუფერული ზონა, რადგან დონბასი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა”…
 რუსეთი ომის დასასრულებლად ითხოვს:
1. ყირიმისა და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილების რუსეთის ტერიტორიის ოფიციალურად აღიარებას.
2. უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გამყარებასა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
3. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების შეზღუდვას.
4. უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეწყვეტას.
5. რუსული ენის სტატუსის გაფართოებასა და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის დამატებითი გარანტიების მიცემას.
6. უკრაინის მიერ რუსეთისთვის რეპარაციების გადახდის მოთხოვნაზე უარის თქმას.
7. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმებას
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати