USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
კახა კალაძე - თბილისის ზღვის სანაპირო ზოლის მოწესრიგებას ვგეგმავთ
თარიღი:  676

მუნიციპალიტეტის მერია თბილისის ზღვის სანაპირო ზოლის მოწესრიგებას გეგმავს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და შესაბამისი პროექტის მომზადება-განხორციელება მერის მოადგილეებს - ანდრია ბასილაიასა და ირაკლი ბენდელიანს დაავალა.

მისი თქმით, საჭიროა სანაპირო ზოლის სათანადოდ მოწყობა, რადგან ამჟამად არსებული მდგომარეობა არანაირ სტანდარტს არ შეესაბამება.

„თბილისის ზღვა, წყლის რეზერვუარის დანიშნულების გარდა, მოქალაქეებისთვის დასასვენებელი ზონის ფუნქციასაც ასრულებს. სანაპიროზე ხალხმრავლობა განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებში შეინიშნება. შესაბამისად, ცურვისთვის დასაშვებ ზონებში, ზღვის უბნის დასახლების ტერიტორიაზე, საჭიროა სანაპირო ზოლის სათანადოდ მოწყობა, რადგან ამჟამად არსებული მდგომარეობა პრობლემას წარმოადგენს, არანაირ სტანდარტს არ შეესაბამება. მინდა, დავავალო ჩემს მოადგილეებს, ანდრია ბასილაიასა და ირაკლი ბენდელიანს, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ მუშაობა ამ მიმართულებით, რათა მოეწყოს ერთ-ერთი საუკეთესო დასასვენებელი სივრცე, სადაც ყველა საჭირო შენობა-ნაგებობა იქნება. როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებშია, იმავე ფორმით და კონცეფციით უნდა მივუდგეთ აღნიშნულ საკითხს და ეს ადგილი გავხადოთ ერთ-ერთი საუკეთესო დასვენებისთვის, როგორც ოჯახებისთვის, ისე ახალგაზრდებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მოქალაქეებს ტერიტორიაზე უნდა ჰქონდეს პარკირებისა და სივრცის შესაბამისად გამოყენების შესაძლებლობაც.

„დავიწყოთ პროექტის განხორციელება, რომ მოვაწყოთ ისეთი სივრცე, სადაც ადამიანებს სრულყოფილი განტვირთვის შესაძლებლობა ექნებათ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის