USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
თბილისი
კახა კალაძე - თბილისის მუნიციპალიტეტი ცენტრალური ხელისუფლებისგან დახმარების სახით 580 მილიონ ლარს მიიღებს
თარიღი:  300

თბილისის მუნიციპალიტეტი ცენტრალური ხელისუფლებისგან დახმარების სახით 580 მილიონ ლარს მიიღებს, რაც უპრეცედენტოდ მაღალია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოში მერიის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, 2024 წელს დედაქალაქში სრულად რეაბილიტირდა და მოწესრიგდა 1 000-ზე მეტი ქუჩა. რეაბილიტირებული გზების ფართობი შეადგენს 1 253 046 კვ. მეტრს.

„2024 წელს 450 000 კვ. მეტრზე განხორციელდა გამწვანების სამუშაოები. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 581 პარკს, სკვერს და სპორტულ მოედანს. 2024 წელს ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა 29 პროგრამა განახორციელა. დაკმაყოფილდა 300 000-მდე მოქალაქის ნახევარ მილიონზე მეტი მოთხოვნა. 2024 წელს დაფინანსდა სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მრავალშვილიანი ოჯახების წევრი 5 300-ზე მეტი სტუდენტი, საზაფხულო პროგრამებში ჩაერთო 2 000-მდე ახალგაზრდა.

2024 წელს ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 14, კულტურის სფეროს განვითარების მიმართულებით - 230-მდე, ხოლო „შემოქმედებითი თბილისის“ ფარგლებში - 56 პროექტი. 2024 წელს აშენდა და გაიხსნა 5 საბავშვო ბაგა-ბაღი, განახლდა 8, შენდება 6, რეაბილიტაცია უტარდება 2 ბაღის შენობას.

2024 წელს შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ შეისყიდა სხვადასხვა დანიშნულების 104 სპეცმანქანა, მოეწყო 228 ერთეული მიწისქვეშა კონტეინერი, დამონტაჟდა 5 000-მდე სანათი. 2024 წელს დედაქალაქის ქუჩებსა და მაგისტრალებზე დაიხაზა საგზაო მონიშვნები - 74 982 კვ. მეტრი. დასრულდა 4 მიწისქვეშა გადასასვლელის რეაბილიტაცია.

2024 წელს დამონტაჟდა მოძრაობის სიჩქარის შემზღუდველი ბარიერი - 5 346 გრძივი მეტრი, 4 066 სხვადასხვა ჯგუფის საგზაო ნიშანი და 68 შუქნიშანი.

2024 წელს თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ექსპლუატაციაში მიიღო 1 038 სამშენებლო ობიექტი, შესწავლის პროცესშია 243 განაცხადი. 2024 წელს დასრულდა რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელის საბაგირო გზის და მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის სარეაბილიტაციო სამუშაოები. 2024 წელს დამატებით შესყიდულია 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი. 2025 წელს დედაქალაქს 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი მოემსახურება.

2024 წელს გამოცხადდა ტენდერი 12 მეტროსადგურის კონცეპტუალური დიზაინისა და თანამედროვე სტანდარტის 97 ერთეული ვაგონის შესყიდვაზე.

2024 წელს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდა 204 ოჯახს. 2017 წლიდან დღემდე, ფართები საკუთრებაში გადაეცა 3 010 ოჯახს. 2024 წელს საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდა კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით დაზარალებული 390 პირი. საერთო ჯამში, დაკმაყოფილებულია 2 483 პირი.

2024 წელს სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში თანხმობა გაიცა, დაახლოებით, 19 000 მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე. 2024 წელს ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის ტერიტორიაზე აშენდა და სრულად აღიჭურვა ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვის ცენტრი. 15 000-მდე თბილისელმა გაიარა უფასო კონსულტაცია "ჩვენი ადვოკატის" ადვოკატებთან თბილისის რაიონების გამგეობებში. საგანმანათლებლო მიმართულებით, საადვოკატო პრაქტიკა გაიარა სხვადასხვა უმაღლესი დაწესებულების იურიდიული ფაკულტეტების 200-მდე სტუდენტმა. თბილისის მუნიციპალიტეტი ცენტრალური ხელისუფლებისგან დახმარების სახით 580 მილიონ ლარს მიიღებს, რაც უპრეცედენტოდ მაღალია. 2025 წელს ინფრასტრუქტურის მიმართულებით ხარჯები 700 მლნ ლარს შეადგენს, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით 535 მილიონს“,- აღნიშნა კალაძემ.

თბილისი
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.