USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Тбилиси
კახა კალაძე - თბილისის მერია ძველ, ყვითელ მიკროავტობუსებს 1 000 ახალი მიკროავტობუსით ჩაანაცვლებს
дата:  732

დამატებით 400 ერთეული მიკროავტობუსის შესაძენად თბილისის მერია ბაზრის კვლევასა და სატენდერო პროცედურას დაიწყებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, არსებული მიკროავტობუსების პარკი ამორტიზებულია და მგზავრთა კომფორტული გადაადგილებისთვის მინიმალურ სტანდარტსაც კი ვერ აკმაყოფილებს. ამ მიზნით, გასულ წელს მერიამ 300 მიკროავტობუსი შეიძნია და წელსაც 400 ახალი მიკროავტობუსის შეძენას გეგმავს.

„თბილისის მიკროავტობუსის კომპანიასთან“ თითქმის დასრულებულ გვაქვს მოლაპარაკებები. კომპანია უზრუნველყოფს კაპიტალის მოზიდვასა და პირველ რიგში გამოისყიდის 300 ერთეულ მიკროავტობუსს, რომელიც მერიამ შეიძინა ბიუჯეტის ფულით. ამასთან, დამატებით შეისყიდის 400 ერთეულ მიკროავტობუსს. ეს უნდა მოხდეს წლის ბოლომდე. თბილისის ვიცე-მერმა აწარმოა მოლაპარაკებები „თბილისის მიკროავტობუსის კომპანიასთან“ და ბანკებთან, მიღწეულია შეთანხმება, რომ მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროექტში განხორციელდება, დაახლოებით, 90 მლნ ლარის ინვესტიცია. ეს არის ზუსტად ის თანხა, რომელიც მოხმარდება 300 ერთეული მიკროავტობუსის გამოსყიდვას, კომპანიის მიერ დამატებით 400 ერთეული მიკროავტობუსის შეძენას, ხოლო ამ გამოსყიდვისგან მიღებული საფასურით მერია კიდევ შეიძენს 300 ერთეულ მიკროავტობუსს. ჯამში, ჩვენ გვეყოლება 1 000 ერთეული მიკროავტობუსი, რომელიც მთლიანად ჩაანაცვლებს ძველ, ყვითელ მიკროავტობუსებს.

უახლოეს დღეებში, ამ მიზნით, თბილისის მერია გამოაცხადებს ბაზრის კვლევას და დაიწყებს სატენდერო პროცედურას, რათა შევისყიდოთ დამატებითი რაოდენობა, რომლის მოწოდების ვადა განისაზღვრება წლის ბოლომდე. შესაბამისად“, - განაცხადა კალაძემ.

мир
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати