USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
Тбилиси
კახა კალაძე - შეუძლებელია შეეგუო ოკუპაციას საკუთარ მიწაზე
дата:  855

თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის წევრებთან ერთად აგვისტოს ომში დაღუპულ ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგო ჯარისკაცების, ასევე დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნას. 

"აგვისტოს ომი სამუდამოდ ჩაიწერა ჩვენს უახლეს ისტორიაში ტრაგიკულ ფურცლად. რა დროც უნდა გავიდეს, იმ საშინელი დღეების დავიწყება შეუძლებელია - უდანაშაულო ადამიანების სიკვდილი, ნგრევა, დევნილად ქცეული მოსახლეობა.
შეუძლებელია შეეგუო ოკუპაციას, საკუთარ მიწაზე გავლებულ მავთულხლართებს, ტერიტორიების დაკარგვას.
სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს იმისკენ რაც შესაძლებელია, რისი ვალდებულებაც გაგვაჩნია ჩვენი ქვეყნისა და სამშობლოსთვის ბრძოლაში შეწირულ გმირთა ხსოვნის წინაშე - მხედველობაში მაქვს დეოკუპაცია, ქვეყნის მშვიდობიანი გზით გაერთიანება.
დიდება და ხსოვნა აგვისტოს ომში გარდაცვლილ ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, ომს შეწირულ მშვიდობიან მოსახლეობას!"

 

голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати