USD 2.6978
EUR 3.1726
RUB 3.3979
Тбилиси
კახა კალაძე - შეთავაზებულია ორი ვარიანტი: 100/50-ზე და 110/40-ზე, ბარიერს რაც შეეხება, აქაც პრობლემა არ არის
дата:  1402

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლებამ ოპოზიციას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ორი ვარიანტი შესთავაზა - 100/50-ზე და 110/40-ზე.

„შეთავაზება უკვე გაკეთებულია და ჩვენი მხრიდან არაერთხელ გაკეთდა განცხადება მზაობასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს კონსენსუსი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. შეთავაზებულია ორი ვარიანტი, ერთი არის 100/50-ზე, მეორე 110/40-ზე. ორივე არის შესაძლებელი განხორციელდეს. ბარიერს რაც შეეხება, აქაც პრობლემა არ არის. როგორც მათ სურთ, ერთპროცენტიანი ბარიერი გაკეთდეს, თუ აქვთ სურვილი ხუთიანი, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ საარჩევნო სისტემით, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ, პატარა პარტიებს მიეცემათ იმის შესაძლებლობა, ხალხის მხარდაჭერის შემთხვევაში,მოხვდნენ პარლამენტში. ზოგადად, ოპოზიციაშიც არის განხეთქილება", - განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, პატარა პარტიებმა ხელისუფლების შეთავაზება უნდა გამოიყენონ, რათა პარლამენტში მოხვდნენ.

„დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეული შეთანხმება აუცილებლად შედგება. პრობლემა წამოვიდა იქედან, რომ არის დეპუტატების გარკვეული რაოდენობა, ვინც ეწინააღმდეგებოდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. 40-მდე დეპუტატია. შეთავაზება იმიტომ იყო გაკეთებული, რომ უთანხმოება თავიდან აგვეცილებინა", -განაცხადა კალაძემ.

Тбилиси
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

более
голосование
Кстати