USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
კახა კალაძე - საუბარია იმაზე, თუ მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება, ქვეყანა სტატუსს ვერ მიიღებს - საერთოდ არ გვინდა ასეთი სტატუსი, დაიტოვონ თავისთვის
дата:  276

„ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია, გვაქვს კანონები, რომელსაც პირველ რიგში ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა ვცეთ პატივი. როდესაც ტოლობის ნიშანი ისმება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება-არ გათავისუფლებასთან დაკავშირებით და საუბარია იმაზე, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გათავისუფლებული ქვეყანა სტატუსს ვერ მიიღებს. თუ გნებავთ ჩემი დამოკიდებულება გეტყვით - საერთოდ არ გვინდა ასეთი სტატუსი, დაიტოვონ თავისთვის, თუ ეს არის წინაპირობა, დაიტოვონ თავისთვის. რაც შეეხება ქვეყანას, მთავრობას - ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა 12 პუნქტის შესრულებაზე. მაშინ, საერთოდ რა საჭირო იყო ამ 12 პუნქტის წარმოდგენა და დავალდებულება იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ყოფილიყო შესრულებული. შესაბამისად, ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენს გასაკეთებელს გავაკეთებთ და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ საქართველო გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა და ევროპული ინტეგრაცია ჰქვია. ჩვენ ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ და ყველაფერი გაკეთდა 2012 წლის შემდეგ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს - მიხეილ სააკაშვილის შემოტანა ქვეყანაში, როგორც განუბაჟებელი საქონლის თავიდანვე დაგეგმილი იყო და დღეს რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის მიზანმიმართული პიარ-კამპანია იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილი ავად არის და საქართველოში ვერ ხდება მისი განკურნება და უნდა მოხდეს ქვეყნის გარეთ გაყვანა. ვინმემ არ იფიქროს, რომ ვიღაცას უხარია ვიღაცის დაჭერა, ან პატიმრობა, არავითარ შემთხვევაში! უამრავი პატიმარი ჰყავს ქვეყანას და როდესაც შენ ხარ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელმაც რეალურად შექმნა ის რეჟიმი, რაც ხდებოდა და როგორი დამოკიდებულებაც იყო ჩვეულებრივი მოქალაქეების მიმართ ქვეყანაში. არ არსებობს ისეთი ადამიანი, ვისაც იმაზე მეტი გაეფუჭებინოს ქართველი ხალხისთვის, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, რამდენიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" თავისი პოლიტიკით და თავისი შემოქმედებით. ახლა არ დამიწყოთ, რომ არ იცოდა ციხეებში რა ხდებოდა, ინფორმაცია არ ჰქონდა, თურმე ახალაიებს არ იცნობდა და ა.შ. ყველამ ყველაფერი იცოდა. ასე, რომ ჩვენ არავის დაჭერა არ გვიხარია, არავის ციხეში გამოკეტვა არ გვიხარია, მაგრამ კანონი უნდა იყოს აღსრულებული და დანაშაულზე უნდა აგოს პასუხი. დღესაც ვერ გაგიაზრებიათ, რომ გამოხვიდეთ საზოგადოებას ბოდიში მოიხადოთ, სინანული გამოხატოთ და შენდობა ითხოვოთ. იმიტომ ხართ იმ მდგომარეობაში, რომელშიც ხართ და იმიტომ არის, რომ თქვენი პარტიის ხელმძღვანელი იქნება ლევან ხაბეიშვილი", - ასე მიმართა თბილისის მერმა კახა კალაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати