USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
კახა კალაძე - საკრებულოში მისვლას მე გადავწყვეტ, მივალ როდესაც საჭიროა და გავცემ შეკითხვებს პასუხს
Date:  734

საკრებულოში მისვლას მე გადავწყვეტ, მივალ როდესაც საჭიროა და გავცემ შეკითხვებს პასუხს, როდესაც ამის საჭიროება იქნება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების მოთხოვნას გამოეხმაურა, რომ კალაძე ვაკის პარკის ტრაგედიასთან დაკავშირებით საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მივიდეს.

როგორც კალაძე განმარტავს, თანამშრომლობა ცალმხრივი ვერ იქნება.

„კახა კალაძეს ოპოზიციასთან თანამშრომლობაზე უკან არასდროს დაუხევია. როდესაც ახლად არჩეულ საკრებულოში ვიყავი მისული, დავაფიქსირე ჩემი მზაობა თანამშრომლობაზე, პრობლემას ვერ ვხედავ. თანამშრომლობა ცალმხრივი ვერ იქნება. ჩვენ გვახსოვს მათი დამოკიდებულება, ცილისწამება, შეურაცხყოფა, თუ რაიმე სიბინძურე შეიძლება მოიფიქროს ადამიანმა ყველაფერს კადრულობენ. საკრებულოში მისვლას მე გადავწყვეტ, მივალ როდესაც საჭიროა და გავცემ შეკითხვებს პასუხს, როდესაც ამის საჭიროება იქნება",- აღნიშნავს კალაძე.

მისივე თქმით, ვაკის პარკში მომხდარი ფაქტი უმძიმესი იყო დედაქალისთვის და გარდაცვლილი ოჯახისთვის.

"უმძიმესი დღე იყო დედაქალაქის ისტორიაში, ოჯახისთვის, პირადად ჩემთვის ტრაგედიაა, რომელმაც გამანადგურა. პარალელურად, უდიდესი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული, პასუხისმგებლობა ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანების წინაშე, იმ ასეულობით ათასი ადამიანის წინაშე, ვინც ნდობა გამომიცხადა",- აღნიშნავს კალაძე.

society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way