USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
კახა კალაძე - ქალაქის იერსახის დამახინჯება არის კანონდარღვევა და დასჯადი ქმედება
თარიღი:  1303

თბილისის ქუჩები და მისი შენობა-ნაგებობები ქმნის ამ ქალაქის სახეს, მის იმიჯს. ამდენად, ქალაქის იერსახის დამახინჯება არის კანონდარღვევა და დასჯადი ქმედება, - ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხდა. დედაქალაქის მერის თქმით, ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ყველას აქვს, მაგრამ დაუშვებელია კანონის საწინააღმდეგოდ ქუჩებსა და შენობებზე პლაკატების განთავსება, საღებავის შესხმა და სხვა მსგავსი ქმედებები.

„ყველა ასეთ ფაქტზე თბილისის მერიას ჰქონდა, აქვს და მომავალშიც ექნება რეაგირება, რათა არ დაუშვათ ქალაქის იერსახის დამახინჯება. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ რომელ პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენს ან ვის როგორი პოლიტიკური გემოვნება აქვს ან თუ რომელიმე საზოგადოებრივ ჯგუფს წარმოადგენს. ჩვენ ყველა ასეთ შემთხვევაზე გვქონდა, გვაქვს და მომავალშიც გვექნება რეაგირება, რადგან ეს ქალაქი ყველასია და ყველამ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ მის განვითარებაში, წინსვლასა და მოწესრიგებაში და რა თქმა უნდა, ყველა უნდა გავუფრთხილდეთ. ამიტომ, როგორც გითხარით, ფაქტის დადგენის შემთხვევაში ყველა კანონდამრღვევი იქნება დაჯარიმებული“, - განაცხადა კალაძემ.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის