USD 2.6181
EUR 3.0205
RUB 3.1583
თბილისი
კახა კალაძე - „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია
თარიღი:  875

მაქსიმალურად შეეცდებიან საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და პროტესტის გამოწვევას, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიის მიერ დასმულ კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტულ ტელევიზიაში ლგბტ პროპაგანდის დასაფინანსებლად თანხები მიემართება.

თბილისის მერის განმარტებით, საქართველოში ყველა ადამიანის უფლება, მიუხედავად მათი ორიენტაციისა თუ სარწმუნოებისა, არის დაცული.

„უმრავლესობის კანონპროექტი „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ არის უბრალოდ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. ოპოზიციიდან ნაწილმა შეიძლება დაუჭიროს მხარი მას, ვიღაცამ შეიძლება არა. მაქსიმალურად შეეცდებიან, საზოგადოებას არასწორი ინფორმაცია მიაწოდონ ამ საკითხის ირგვლივ, შეეცდებიან, რომ ხელოვნურად გამოიწვიონ პროტესტი. ამ ქვეყანაში ყველა ადამიანის უფლებები, მიუხედავად მათი ორიენტაციისა თუ სარწმუნოებისა, არის დაცული“, - განაცხადა კახა კალაძემ

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის