USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
კახა კალაძე - მუხიანის აგარაკებზე წყალარინების ქსელი ეწყობა
თარიღი:  598

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური გლდანის რაიონში, ე.წ. მუხიანის აგარაკებზე წყალარინების ცენტრალურ ქსელს აწყობს.

მიმდინარე პროექტი დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.

„გლდანის რაიონში, კერძოდ, მუხიანის აგარაკებზე მიმდინარეობს მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობა, რომელიც წლების განმავლობაში უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის. გარდა იმისა, რომ არ არსებობდა კომუნიკაციები, არ იყო არც საგზაო ინფრასტრუქტურა და აქედან გამომდინარე, ვერ გადაადგილდებოდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ამ პროექტის განხორციელება 2018 წელს დავიწყეთ. დღეის მდგომარეობით, 1000-მდე ოჯახი უკვე დაერთებულია ქსელზე. დღეს სამუშაოები ნეკრესის ქუჩაზე მიმდინარეობს. გარდა ამისა, გლდანის რაიონის გამგეობა ორ დამატებით ქუჩაზე მუშაობს. სამუშაოები ზაფხულში უნდა დასრულდეს და ამ პროექტის ფარგლებში ქსელზე 400 ოჯახი დაერთდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დასახლებაში მიწისქვეშა კომუნიკაციები და საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგდება, რათა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა შეუფერხებლად იმოძრაოს.

სამუშაოები ამჟამად ბორჯომის, ნეკრესისა და დაისის ქუჩებზე მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ გლდანის რაიონის გამგეობა აღნიშნულ ქუჩებზე ასფალტის საფარს მოაწყობს.

აღნიშნული პროექტის პარალელურად, იმავე დასახლებაში, კერძოდ, ვანისა და ხვანჭკარის ქუჩებზე წყალარინების ქსელს აწყობს გლდანის გამგეობაც. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ორივე ქუჩაზე ასფალტის საფარი მოეწყობა.

მერთან ერთად ადგილზე თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე და მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე იმყოფებოდნენ.

მუხიანის აგარაკებზე წყალარინების ქსელი აქამდე ვარდისუბნის, 26 მაისის, იაკობის, გრემის, გამარჯვების, გურიის აღმართის, სამეგრელოს, ზნაკვის, საზანოსა და ჟვანიას ქუჩებზე მოეწყო, ასევე დაიგო ასფალტის საფარი.

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის