USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
კახა კალაძე - მოქალაქეებს „სითი პარკის“ ჯარიმები ჩამოეწერებათ
дата:  1262

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მათ შეძლეს კომპანია „სითი პარკთან“ მოლაპარაკება და ამჟამად არც სასამართლოში მიმდინარეობს დავა და არც საარბიტაჟოში აპირებს კომპანია წასვლას. 

კალაძის განცხადებით, შეთანხმების შემდეგ, მათ კომპანიისგან წამოიღეს პარკირების სისტემის სამართავად ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა და გამოისყიდეს ათასობით ჯარიმის მოთხოვნის უფლება.

„სითი პარკთან“ დადებული ხელშეკრულება, რომელიც 2007 წელს დაიდო, ჩვენ 2018 წლის 10 აპრილს გავწყვიტეთ ცალმხრივად. კომპანიამ დაიწყო სასამართლოში დავა და ემზადებოდა საარბიტრაჟო სასამართლოში წასასვლელად, თუმცა მოვახერხეთ ის, რომ მოვილაპარაკეთ. დღეის მდგომარეობით არც სასამართლოში მიმდინარეობს დავა და არც არბიტრაჟში წასასვლელად ემზადება ეს კომპანია. მოხდა მორიგება, რის შედეგადაც მინდა გითხრათ, რომ ჩვენ წამოვიღეთ ევაკუატორები, სამკერდე კამერები, ტერმინალები და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა, რომელიც ამ სისტემის სამართავად არის საჭირო. ასევე შევისყიდეთ, ათასობით ჯარიმის მოთხოვნის უფლება, ეს არის თავის დროზე კომპანია „სითი პარკის“ მიერ გამოწერილი ჯარიმები. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ეს ჯარიმები ლახავდა მოქალაქეების უფლებებს და ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი კომპანიისთვის ხელშეკრულების შეწყვეტის. დღეს ამ საქმიანობას აგრძელებს ჩვენი სატრანსპორტო კომპანია „თბილისი პარკინგი“, - გნაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის თქმით, მოქალაქეებს ჩამოეწერებათ ის ჯარიმები, რომელიც თბილისის მერიამ კომპანია „სითი პარკისგან“ გამოისყიდა.

„მე რადგან ვსაუბრობდი ჯარიმებზე, რომელიც ჩვენ წამოვიღეთ ამ ჯარიმებიდან თანხების მოთხოვნის უფლება დღეს თბილისის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და მინდა გავაჟღერო ჩვენი გადაწყვეტილება, პარალელურად მინდა დავავალო ვიცე მერს ირაკლი ხმალაძეს, რომ მოამზადოს საკანონმდებლო ინიციატივა და მოვახდინოთ აღნიშნული ჯარიმების ამნისტია. მოქალაქეებს ჩამოეწერებათ ეს ჯარიმები, რომელიც დაახლოებით 850 ათასი ლარის ღირებულებისაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, გასულ კვირას თბილისის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომ კომპანია „სითი პარკმა“ დავა შეწყვიტა და მერიამ კომპანია „სითი პარკს“ გადაუხადა ოთხი მილიონ სამასი ათასი (4 300 000) აშშ დოლარი, რის სანაცვლოდაც მიიღო კომპანია „სითი პარკის“ კუთვნილი მატერიალური აქტივები.

 

Тбилиси
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати