USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
Тбилиси
კახა კალაძე - მივესალმები თუ საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში სავიზო რეჟიმი გაუქმდება და რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგება
дата:  528

კახა კალაძის განცხადებით, ის მიესალმება, თუ საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში სავიზო რეჟიმი გაუქმდება და რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„თქვენ იცით, რომ ცალმხრივად იყო ყველაფერი გაკეთებული, სანქცირებული ჰყავდათ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი, შემოღებული იყო ვიზები, აკრძალული იყო პირდაპირი ფრენები. თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს მათი გადასაწყვეტია და მათ უნდა მიიღონ. თუ ეს გადაწყვეტილება იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით, თუნდაც პირდაპირ ფრენებს და თუნდაც უვიზო მიმოსვლას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის“, -განაცხადა კალაძემ.

 

голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати