USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
კახა კალაძე - მიმდინარე თვიდან თბილისის ყველა საჯარო ბაღის 11 188 თანამშრომელი 15%-ით მომატებულ ანაზღაურებას მიიღებს
Date:  253

მიმდინარე თვიდან თბილისის ყველა საჯარო ბაღის 11 188 თანამშრომელი 15%-ით მომატებულ ანაზღაურებას მიიღებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, შესაძლოა, დედაქალაქში განთავსებული ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურა ბევრ ევროპულ, თანამედროვე ქალაქს შეშურდეს.

„როგორც მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ყოველწლიურად, საჯარო უწყებებში დასაქმებულთა ხელფასი 10%-ით იზრდება. მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე თვიდან თბილისის ყველა საჯარო ბაღის 11 188 თანამშრომელი 15%-ით მომატებულ ანაზღაურებას მიიღებს. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან შრომატევად და საპასუხისმგებლო საქმიანობას ეწევიან. ამ ადამიანების ხელფასი ძალიან დაბალია. 2017 წლიდან, როდესაც პირველად დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობამ აგვირჩია ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო არსებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. როდესაც ბავშვებზე, შვილებზე, მომავალ თაობაზეა საუბარი აქ ყოველთვის იქნება მიმართული ძალისხმევა, რომ ნორმალური გარემოში მიიღონ განათლება.

მინდა ინფორმაციის სახით მოგაწოდოთ, რომ 2017 წლიდან დღემდე შევძელით 23 ახალი ბაღის აშენება, რეაბილიტაცია ჩავუტარეთ 11 ბაღს, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იყო. ამით არ შემოვიფარგლებით, ვაგრძელებთ მუშაობას და ხედავთ, როგორი სტანდარტი შემოვიღეთ ბაღების ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. შეიძლება ითქვას, რომ ბევრ ევროპულ, თანამედროვე ქალაქსაც შეიძლება შეშურდეს ასეთი ინფრასტრუქტურით, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ. ეს სტანდარტი შენარჩუნებული იქნება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გრძელდება ახალი ბაღების მშენებლობა და ავარიული შენობების რეაბილიტაცია. 2024 წელს 10 მიმდინარე პროექტიდან შვიდი ახალი ბაღი გაიხსნება და სამის რეაბილიტაცია დასრულდება. 15 იანვარს რეაბილიტირებულ შენობაში დაბრუნდება 89-ე ბაღის კონტინგენტი, ასევე, თვის ბოლომდე ახალი, N64 საბავშვო ბაღი გაიხსნება სამგორის რაიონში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში.

ამ პროექტების შედეგად იზრდება როგორც აღსაზრდელების, ისე პერსონალის რაოდენობა. ამ ეტაპზე თბილისში 189 საჯარო ბაგა-ბაღია, რომელიც 60 000-მდე ბავშვს ემსახურება“,- აღნიშნა კალაძემ.

tbilisi
ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
ისნის რაიონის გამგეობამ ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში, კორპ. N1-ის მიმდებარედ, 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
სამუშაოების შედეგად, მოეწყო:
ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი სივრცეები 
ტერიტორიაზე განთავსდა საბაღე სკამები და ურნები
დამონტაჟდა ახალი განათების ქსელი და ლედ განათება
სკვერი გამწვანდა, დაირგო ხე-მცენარეები
 
პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 577 350 ლარით დაფინანსდა.
 
დასრულებული სამუშაოები ისნის რაიონის გამგებელმა დავით ხაბეიშვილმა პარლამენტის დელეგატ ნიკა ელისაშვილსა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way