USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
Тбилиси
კახა კალაძე - მერიის პერსონალური კონსულტანტის 3-თვიანი მომსახურების საფასური იქნება 6 000, 1200 და 30 000 ლარი ობიექტის ფართობის მიხედვით
дата:  639

თბილისის მერია ახალ სერვისს ნერგავს - 1-ელი დეკემბრიდან მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, მუნიციპალური სერვისების პერსონალური კონსულტანტის მომსახურებით ისარგებლონ. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„კიდევ ერთი სიახლე გვაქვს - 1-ელი დეკემბრიდან შესაძლებელი გახდება მუნიციპალური სერვისების პერსონალური კონსულტანტის მომსახურების მიღება, რაც იმას ნიშნავს, რომ დაინტერესებულ პირს, შესაბამისი საფასურის გადახდის სანაცვლოდ, შესაძლებლობა ექნება, მიიღოს მის ობიექტთან დაკავშირებული ინფორმაცია ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტის დამტკიცების, მშენებლობის ნებართვის გაცემის, შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესზე, ასევე, განმარტება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოვლენილი ხარვეზების თაობაზე. ბევრი მოქალაქე ვერ ერკვევა აღნიშნულ დოკუმენტაციაში და ხშირად ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება ხოლმე. მაქვს ინფორმაცია, რომ არსებობს ბევრი არაკეთილსინდისიერი ადამიანი, რომელიც ეუბნება მათ, რომ დაეხმარება და მიდის თანხების გამოძალვა. შესაბამისად, იმისთვის, რომ ეს ყველაფერი თავიდან ავიცილოთ, მუნიციპალიტეტი მომხმარებელს სთავაზობს კონკრეტულ სერვისს, პერსონალურ კონსულტანტს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება სერვისის საფასურს, თბილისის მერის თქმით, პერსონალური კონსულტანტის 3-თვიანი მომსახურების საფასური იქნება 6 000 ლარი, თუ ობიექტის ფართობი არ აღემატება ერთ ჰექტარს; 12 000 ლარი, თუ ობიექტის ფართობი მეტია ერთ ჰექტარზე, მაგრამ არ აღემატება ხუთ ჰექტარს; 30 000 ლარი, თუ ობიექტის ფართობი მეტია ხუთ ჰექტარზე.

„ვფიქრობ, აღნიშნული სერვისის მიწოდება ძალიან მნიშვნელოვანია. მახსოვს, 2017 წელს, როდესაც ჩვენი უფლებამოსილების განხორციელება დავიწყეთ, ძალიან ბევრი პრობლემა დაგვხვდა - ათასობით პასუხგაუცემელი საბუთი, შემოსული მშენებლობასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებები არ იყო მიღებული, რაც დიდ დისკომფორტს უქმნიდა ბიზნესს, ქალაქის განვითარებას და ბევრი ადამიანი იყო უკმაყოფილო. რა თქმა უნდა, დღეს ეს პრობლემები აღარ გვაქვს, სანებართვო პროცედურების მიღება ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს, არანაირი დაგვიანება არ არსებობს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, ამ სერვისის შემოღება და კიდევ უფრო მეტი კომფორტის შექმნა როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე კომპანიებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათ ექნებათ შესაძლებლობა, გადაწყვიტონ, ფასიან კონსულტანტს აირჩევენ თუ თავად მიყვებიან საკუთარი საქმის წარმოებას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати