USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
თბილისი
კახა კალაძე - მერიამ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების მოკლე ვადაში დასასრულებლად ხელშეკრულება ბელარუსულ კომპანიასთან გააფორმა
თარიღი:  408

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების მოკლე ვადაში დასასრულებლად უკვე გაფორმდა ხელშეკრულება ბელარუსულ კომპანიასთან, შპს „პრობილდ ექსპერტთან“ და მიმდინარეობს რკინაბეტონის კონსტრუქციების სრული კვლევა, ასევე, აღდგენის პროექტის მომზადება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის თქმით, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის პროექტის დასრულება მიმდინარე წლის სექტემბერშია დაგეგმილი.

„ჩვენ არასდროს ვერიდებით პრობლემებზე საუბარს, არასდროს გავურბივართ გამოწვევებს და არ გვიჭირს, ვუთხრათ სიმართლე საზოგადოებას. ჩვენ ბევრჯერ ვსაუბრობთ წარმატებულ პროექტებზე, გაკეთებულ საქმეებზე, რაც 2017 წლიდან მოყოლებული ნათლად ჩანს დედაქალაქში, მაგრამ არსებობს გამოწვევები და პრობლემებიც. დღეს მინდა, ერთ პრობლემურ საკითხზე მოგაწოდოთ ინფორმაცია, თუ რა ეტაპზე ვართ. მხედველობაში მაქვს მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია, რომლის მოსაცდელ ბაქანზე ჭერი ჯერ კიდევ 2018 წელს ჩამოიშალა. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტმა სადგურის რეაბილიტაციისთვის აუცილებელი ღონისძიებების დაგეგმვა დაუყოვნებლივ დაიწყო, აღნიშნული საკითხი ჯერ კიდევ მოუგვარებელია. პროცესის გაჭიანურების მთავარ მიზეზს წარმოადგენს მიწისქვეშა ტრანსპორტის სფეროში, როგორც ადგილობრივი საპროექტო და სამშენებლო, ისე საექსპერტო კომპანიების არასაკმარისი გამოცდილება და კვალიფიკაცია. აღნიშნულის გათვალისწინებით ადგილობრივი კომპანიები ამ პროექტში მონაწილეობას თავს არიდებდნენ. იყო შემთხვევები, როდესაც გამოგვიცხადებია ტენდერი და კომპანიები არ იღებდნენ მასში მონაწილეობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პირველად შერჩეულმა სამშენებლო კომპანია „მამისონმა“ ვერ შეასრულა დაკისრებული ვალდებულებები, რის გამოც მასთან ხელშეკრულება შეწყდა.

„არაერთი მცდელობის შემდეგ, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, 2021 წელს შეირჩა საპროექტო ორგანიზაცია, შპს „თი დი ეს“, რომელმაც დასრულებული, ექსპერტიზა გავლილი პროექტი წარმოადგინა 2022 წლის იანვარში. პროექტის მსვლელობისას გამოიკვეთა მთელი რიგი შემაფერხებელი გარემოებები, რომელმაც 2022 წლიდან დღემდე, მნიშვნელოვნად გააჭიანურა პროექტის დასრულება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე განმარტებით, პროექტის ძირითად სამუშაოს წარმოადგენს მგზავრთა მოსაცდელი დარბაზის ჭერის და კედლების, ასევე, საესკალატორო დახრილ გვირაბში აზბესტ-ცემენტის ფილების დემონტაჟი და მათ ნაცვლად, თანამედროვე, უსაფრთხო მასალებით ჭერის მოწყობა.

თბილისის მერის თქმით, ძველი ჭერის დემონტაჟის შედეგად გამოიკვეთა უშუალოდ რკინაბეტონის თაღის, მათ შორის, გეომეტრიული პარამეტრების კვლევის აუცილებლობა და სხვა კვლევებთან ერთად, ორჯერ ჩატარდა ზედაპირის სრული სკანირება.

„ასევე, განახლებული პროექტის ექსპერტიზის ეტაპზე, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ მოითხოვა რკინაბეტონის კონსტრუქციების სიღრმისეული შესწავლა, რაც ადგილობრივი საექსპერტო ორგანიზაციების რესურსებით საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ამიტომ, მოგვიწია უცხოელი ექსპერტების ჩართულობა, ვისაც ასეთი ტიპის მეტროსადგურებზე უმუშავია. როგორც იცით, თბილისის მეტრო საბჭოთა პერიოდშია აშენებული. ამიტომ, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების მოკლე ვადაში დასასრულებლად უკვე გაფორმდა ხელშეკრულება ბელარუსულ კომპანიასთან, შპს „პრობილდ ექსპერტთან“ და მიმდინარეობს რკინაბეტონის კონსტრუქციების სრული კვლევა, ასევე, აღდგენის პროექტის მომზადება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, მერის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, სამშენებლო კომპანია „ბადაქონსთრაქშენმა“ უკვე განახორციელა ძველი ჭერის სრული დემონტაჟი, ბაქნის ქვეშ შიდა სამეურნეო სივრცეების სადემონტაჟო და სარემონტო სამუშაოები, შეკვეთილია ახალი ჭერის კონსტრუქციის მოსაწყობად საჭირო მასალა და სხვა.

კახა კალაძის თქმით, ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის პროექტის დასრულება მიმდინარე წლის სექტემბერშია დაგეგმილი.

მსოფლიო
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის