USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Тбилиси
კახა კალაძე - მე არსად წასვლას არ ვაპირებ, ვაპირებ პოლიტიკაში დარჩენას კიდევ დიდი ხანი
дата:  515

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, ინფორმაცია "ქართული ოცნების" დატოვებასთან და მის მილანში გადასვლასთან დაკავშირებით სიცრუეა და ჭორები მიზანმიმართულად ვრცელდება.

კახა კალაძის თქმით, ის პოლიტიკაში დარჩენას კიდევ დიდი ხნით აპირებს.

"მილანში რატომ უნდა წავიდე, ვერ გამიგია. მილანიდან ჩამოვედი და 2012 წლიდან, მას შემდეგ, რაც დავასრულე ჩემი სპორტული კარიერა, ქვეყანაში დავბრუნდი და ვარ პოლიტიკაში.

ვფიქრობ, რომ ის საქმე, რასაც ვაკეთებ, სჭირდება ჩემს ქვეყანას. ჩემს თანაგუნდელებთან ერთად 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოვაგვაროთ ყველა პრობლემა, რომელიც აწუხებს თბილისს და თბილისში მცხოვრებ ადამიანებს. შესაბამისად, ეს არ არის სწორი ინფორმაცია.

მე არსად წასვლას არ ვაპირებ, ვაპირებ პოლიტიკაში დარჩენას კიდევ დიდი ხანი, სანამ მექნება საზოგადოების მხარდაჭერა, მოსახლეობის თანადგომა. მე არასდროს გავრბივარ შუა საქმიდან. მიყვარს საქმის ბოლომდე მიყვანა და ყოველთვის ვცდილობ, არ დავკმაყოფილდე მიღწეულით. ზოგადად, ჩემი წარმატების ფორმულის ნაწილია, რომ როდესაც გარკვეულ წარმატებას აღწევ, არასდროს არ უნდა დაკმაყოფილდე ამით, უნდა ეძებო უფრო მეტი და ასევეა ჩემს ქალაქთან მიმართებაშიც. ბევრი კარგი საქმე გავაკეთეთ, ბევრი პროექტი განვახორციელეთ, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი.

მე თბილისელებს ვერ ვეტყვი, რომ აი, ნახეთ, ჩვენ რა მაგრები ვართ, რამდენი კარგი რამ გავაკეთეთ. რამდენი კარგიც გავაკეთეთ, იმაზე ორჯერ და სამჯერ მეტი პრობლემებია დედაქალაქში, რომელსაც ჭირდება მოგვარება და მე, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ამას ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს უკეთესი", - განაცხადა კახა კალაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.

общество
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати