USD 2.6181
EUR 3.0205
RUB 3.1583
თბილისი
კახა კალაძე - მე არჩეული მერი ვარ და 2025 წლამდე ჩემი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურად დაყენება ვერ მოხერხდება
თარიღი:  

თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრად თავისი კანდიდატურის დაყენება 2025 წლამდე ვერ მოხდება, რადგან არჩეული მერია და ბევრი მნიშვნელოვანი პროექტია დასასრულებელი.

მისივე განმარტებით, აღნიშნული თანამდებობა დედაქალაქში მცხოვრებლების წინაშე დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს.

„არაფერია გამორიცხული, ყველაფერი წინაა, თუმცა როგორც იცით, 2025 წლამდე მერობის უფლებამოსილება მაქვს, რაც უდიდესი პასუხისმგებლობაა, ვემსახურო ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს. ბევრი პროექტი გვაქვს დაწყებული, სხვადასხვა რეფორმა არის განსახორციელებელი. დედაქალაქთან დაკავშირებით სამომავლოდ საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის