USD 2.7318
EUR 3.1203
RUB 3.4452
Тбилиси
კახა კალაძე - მე არ მინდა ღიად ვისაუბრო, თუმცა კაბინეტებში, დახურულ კარს მიღმა პირდაპირ ზეწოლა, მოწოდებები იყო
дата:  438

მე არ მინდა ღიად ვისაუბრო, თუმცა კაბინეტებში, დახურულ კარს მიღმა პირდაპირ ზეწოლა, მოწოდებები იყო, ასევე საჯარო განცხადებები კეთდებოდა, რომ ესე იგი ჩვენ უნდა დაგვეორგანიზებინა ჩარტერები და უკრაინაში უნდა გაგვეშვა მოხალისეები. ხომ გახსოვთ რამხელა ზეწოლა იყო ამასთან დაკავშირებით? პირდაპირ მოგვიწოდებდნენ, რომ ჩავრთულიყავით ამ უბედურებაში, რაც ხდება ახლა სამწუხაროდ უკრაინაში. ასევე პირდაპირი მოწოდებები მეორე ფრონტთან დაკავშირებით, უკრაინის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა გააკეთა რამდენიმე განცხადება და ჩვენი არასამთავრობოებიც ამაზე აპელირებდნენ, რომ გვირჩევნია ბომბები ცვიოდეს ქვეყანაშიო, - ამის შესახებ თბილისის მერმა, ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“ განაცხადა.

კალაძემ აღნიშნა, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და საქართველოს ხელისუფლება ამის შესანარჩუნებლად გააკეთებს ყველაფერს, მიუხედავად ნებისმიერი ზეწოლისა.

„ახლა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა აქციების, რომელიც დედაქალაქში იმართება, არ მახსოვს გუშინ იყო თუ რამდენიმე დღის წინ, გამოვიდა და თქვა, რომ მშურს უკრაინისო. წარმოუდგენელია ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანს შურდეს, რაც ხდება სამწუხაროდ უკრაინაში. ჩვენ რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა. ამას ალტერნატივა არა აქვს. დღეს ყველაზე ძვირფასი, ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე მეტად, რაც ჭირდება ჩვენ ქვეყანას ეს არის მშვიდობის შენარჩუნება და ხელისუფლება ამისთვის გააკეთებს ყველაფერს, მიუხედავად იმისა რა ზეწოლაც არ უნდა იყოს, რა შემოტევებიც არ უნდა იყოს, ჩვენ გავაკეთებ ჩვენი ქვეყნისთვის საჭირო საქმეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძემ გამოცემა „politico”-ს სტატიის შესახებაც ისაუბრა, სადაც აღნიშნულია, რომ ამერიკის კონგრესში შესულია კანონპროექტი, რომლითაც შესაძლებელია მოხდეს გარკვეული პოლიტიკოსების თუ ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირება.

თბილისის მერი აღნიშნავს, რომ მიუღებელია შანტაჟის და მუქარის ენით საუბარი.

მისივე თქმით, სტრატეგიულ პარტნიორს ამ ფორმით არ უნდა ელაპარაკებოდნენ.

„აბსოლუტურად მიუღებელია შანტაჟის და მუქარის ენით საუბარი. მგონია და ვფიქრობ, რომ სტრატეგიულ პარტნიორს ამ ფორმით არ უნდა ელაპარაკებოდნენ, თუმცა ერთი რამ ცხადია, როდესაც შენ აკეთებ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეს და მეორე მხრიდან ისმის შანტაჟის შემცველი განცხადებები, მუქარები, რომ პოლიტიკოსები იქნებიან დასანქცირებული, რის გამო? რატომ? რატომ უნდა დაასანქცირონ საქართველოს პოლიტიკოსები, რატომ უნდა დაგვასანქციროს ვინმემ? ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეული პარლამენტი ქვეყნის შიგნით იღებს კანონებს და პოლიტიკოსები ამის გამო უნდა იყოს დასანქცირებული? წარმოუდგენელია ისეთ აბსურდში ვართ შესული, თუმცა დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, რაც მსოფლიოში ხდება, ნამდვილად არაფერი მიკვირს“-განაცხადა კახა კალაძემ.

Тбилиси
თბილისის ქუჩები რომელთაც 6 ივნისს დენი გაეთიშებათ

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 6 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაშალეიშვილის, გოგებაშვილის, პეტრიაშვილის, რჩეულიშვილის, თერგის, გალის და შანიძის ქუჩების მოსახლეობას. 

ისნის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მეტრომშენის დასახლების (ნაწილობრივ), ნავთლუღის დასახლების, ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), ბუკისციხის, აშშ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის, კონსტანტინე ამირაჯიბის, ხაჩატურიანის, ეკატერინე მელიქიშვილის, ალექსანდრე თანდაშვილის, კოტე ბაქრაძის, მიქელაძის, ჩოჩუას, ნავთლუღის, კალანდაძის, არველაძის, აფანასიევის, ხარაბაძის, ტოლენჯის, ყარყარაშვილის, ზურაბ ბეგიაშვილის, სვიმონ კლდიაშვილის, თემურ ქევხიშვილის, ანდღულაძის, წალენჯიხის, თოლენჯის, ქობულაძის, ნანეიშვილის, გელა მებაღიშვილის, ონიანის, დურმიშიძის, ვასილ კოპცოვის, კონსტანტინე ანდრონიკაშვილის, გიორგი ანწუხელიძის, ნოე ხომერიკის, გუჯარეთის, შერვაშიძის, ყვარლის, კაკაბეთის, მესხეთის, მათიაშვილის, ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძის, ალექსანდრე ჯანელიძის და ელისაბედ ორბელიანის ქუჩების მოსახლეობას.   

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати