USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
Tbilisi
კახა კალაძე - მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში ყველანაირი პირობაა შექმნილი სააკაშვილის სამკურნალოდ
Date:  566

კახა კალაძე პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილისგან განსხვავებით, თბილისის მერი მიიჩნევს, რომ ყოფილი პრეზიდენტი რიგითი პატიმარია.

„პრივილეგიებით სარგებლობა - პირველად გავიგე, ასეთი რამ თუ არსებობდა. პატიმარი არის პატიმარი - ის არის ადამიანი, ვინც დანაშაულს სჩადის. ადამიანს აქვს დანაშაული ჩადენილი და, რა თქმა უნდა, მას მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება იმ ვადით, რაც აქვს მისჯილი“, - მიიჩნევს კალაძე.

მან ასევე აღნიშნა, რომ მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში ყველანაირი პირობაა შექმნილი სააკაშვილის სამკურნალოდ.

კანონის წინაშე ყველა ერთია, მაგრამ სააკაშვილი განსაკუთრებული პატიმარია, რადგან ყველა აკვირდება მის მდგომარეობას და უმაღლესი სტანდარტების შესრულებას მოითხოვს, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way