USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
Тбилиси
კახა კალაძე - კვლევაში, სადაც “ქართულ ოცნებას” 39% უწერია შეცდომაა, წინა ციფრი შეეშალათ - 3-ის ნაცვლად 5-იანი უნდა ყოფილიყო
дата:  1070

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ “ქართულ ოცნებას” ამომრჩევლის დიდი მხრდაჭერა აქვს, დღევანდელი მონაცემებით, კოალიციას არავისთან შექმნის.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მმართველი პარტია ქვეყანაში არის ერთადერთი ძალა, ვისაც რეალურად აქვს შანსი, პარლამენტში დიდი უმრავლესობით მოვიდეს.

“იცით კვლევებისადმი ჩემი დამოკიდებულება. ამ კონკრეტულ კვლევებში, სადაც “ქართულ ოცნებას” 39% დაუდგინეს, სავარაუდოდ, წინა ციფრი შეეშალათ, 3-იანის მაგივრად 5-იანი უნდა ყოფილიყო.

დღეს პარტია “ქართული ოცნება” არის ერთადერთი ძალა ქვეყანაში, ვისაც რეალურად აქვს იმის შანსი, რომ შეიძლება საკონსტიტუციო არა, მაგარამ ძალიან დიდი უმრავლესობით მოვიდეს პარლამენტში ყოველგვარი კოალიციების გარეშე.

2011 წლიდან მოყოლებული შეგიძლიათ ამოიღოთ კვლევების სტატისტიკა და ნახოთ, თუ როგორ მანიპულირებდნენ კონკრეტული კვლევითი ორგანიზაციები საზოგადოებრივ აზრზე, რა შედეგებს დებდნენ, ვის სასარგებლოდ დებდნენ და რა შედეგი იდებოდა არჩევნებში. ქვეყანაში ერთადერთი ძალა, რომელსაც აქვს ხალხის, საზოგადოების ძალიან დიდი მხარდაჭერა, არის პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”.

უმრავლესობით “ქართული ოცნება” შევა პარლამენტში, შეიძლება საკონსტიტუციო არ იყოს, თუმცა ამის შანსიც არის.

დღევანდელი მოცემულობით, კოალიცია ვერ იქნება, იმიტომ, რომ ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს პარტია “ქართულ ოცნებას”,- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით, Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, პოლიტიკური რეიტინგები ასეთია: “ქართული ოცნება” — 39%; მოსახლეობის 20% ამბობს, რომ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” — 16%; “ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები” — 5%.

мир
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати