USD 2.7068
EUR 3.1532
RUB 3.3525
Tbilisi
კახა კალაძე - კრიტიკული აზრის მიუღებლობა ხელს უშლის ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბებას
Date:  286

თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

კალაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე "ტვ პირველის" ჟურნალისტებზე თავდასხმას ეხმაურება.

"სამწუხაროა, რომ მიწევს გამოვეხმაურო ისეთ მძიმე ფაქტს, როგორიც არის მედიაზე თავდასხმა და ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა. ძალადობა, დაპირისპირება, კრიტიკული აზრის მიუღებლობა ხელს უშლის ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბებას და აფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

მედიის თავისუფლება არის ის ღირებულება, რითაც სამართლიანად ამაყობს საქართველო და არავის მივცემთ უფლებას, ამ ღირებულებას საფრთხე შეუქმნას.

წალკის მუნიციპალიტეტში მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება დაწყებულია და დარწმუნებული ვარ, დამნაშავე პირი სათანადოდ დაისჯება", - წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.

Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way