მამუკა ხაზარაძის პიროვნება მაგაშიც იკვეთება თუ რა ადამიანია, რა წარსულის მქონე პიროვნებაა. ის ერთი ადგილიც არ ჰქონდა, რომ ჩემი ვიდეო განათავსა და ისიც ბოლომდე განეთავსებინა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „ლელოს” ერთ-ერთ ლიდერს მამუკა ხაზარაძეს გამოეხმაურა, რომელიც დედაქალაქის მერს პატივის, ღირსების და რეპუტაციის შელახვისთვის უჩივის.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ვინ არის მამუკა ხაზარაძე”.
„ხაზარაძის პიროვნება მაგაშიც იკვეთება თუ რა ადამიანია, რა წარსულის მქონე პიროვნებაა. ის ერთი ადგილიც არ ჰქონდა, რომ ჩემი ვიდეო განათავსა და ისიც ბოლომდე განეთავსებინა. მიჭრა-მოჭრა და ისეთი ვიდეო განათავსა. ეს რა ვიდეოა, ყველამ კარგად იცის. სადაც მე ვსაუბრობ, რა კარგი საქმეები კეთდებოდა და ასევე იმ პრობლემებზე, გულისტკივილზე და მძიმე ფაქტებზე, რომლებიც მაშინ ხდებოდა. ის მეორე ნაწილი მოჭრა და ის პირველი ნაწილი განათავსა. აქაც იკვეთება და საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ვინ არის მამუკა ხაზარაძე”,- განაცხადა კახა კალაძემ.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.