USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
კახა კალაძე - ხაზარაძეს ის ერთი ადგილიც არ ჰქონდა, რომ ჩემი ვიდეო ბოლომდე განეთავსებინა
თარიღი:  

მამუკა ხაზარაძის პიროვნება მაგაშიც იკვეთება თუ რა ადამიანია, რა წარსულის მქონე პიროვნებაა. ის ერთი ადგილიც არ ჰქონდა, რომ ჩემი ვიდეო განათავსა და ისიც ბოლომდე განეთავსებინა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „ლელოს” ერთ-ერთ ლიდერს მამუკა ხაზარაძეს გამოეხმაურა, რომელიც დედაქალაქის მერს პატივის, ღირსების და რეპუტაციის შელახვისთვის უჩივის.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ვინ არის მამუკა ხაზარაძე”.

„ხაზარაძის პიროვნება მაგაშიც იკვეთება თუ რა ადამიანია, რა წარსულის მქონე პიროვნებაა. ის ერთი ადგილიც არ ჰქონდა, რომ ჩემი ვიდეო განათავსა და ისიც ბოლომდე განეთავსებინა. მიჭრა-მოჭრა და ისეთი ვიდეო განათავსა. ეს რა ვიდეოა, ყველამ კარგად იცის. სადაც მე ვსაუბრობ, რა კარგი საქმეები კეთდებოდა და ასევე იმ პრობლემებზე, გულისტკივილზე და მძიმე ფაქტებზე, რომლებიც მაშინ ხდებოდა. ის მეორე ნაწილი მოჭრა და ის პირველი ნაწილი განათავსა. აქაც იკვეთება და საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ვინ არის მამუკა ხაზარაძე”,- განაცხადა კახა კალაძემ.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის