USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Tbilisi
კახა კალაძე - გლდანის რაიონში N50, სამგორში N28 საბავშვო ბაღების მშენებლობა, ისანში კი N37 საბავშვო ბაღის რეკონსტრუქცია დაიწყო
Date:  660

გლდანის რაიონში N50, სამგორში N28 საბავშვო ბაღების მშენებლობა, ისანში კი N37 საბავშვო ბაღის რეკონსტრუქცია დაიწყო, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის მერია 2017 წლიდან საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურას აქტიურად აწესრიგებს და ევროპულ სტანდარტებს ამკვიდრებს.

„გლდანის რაიონში, ზაჰესის დასახლებაში N50 ბაღის შენობა რამდენჯერმე იყო მანამდე გამაგრებული. ექსპერტების დასკვნის საფუძველზე, განხორციელდა მისი დემონტაჟი. ბაღს ფუნქციონირება არ შეუწყვეტია და ის იჯარით, ალტერნატიულ ფართში არის განთავსებული. მომავალი წლის ბოლოსკენ კი ზაჰესის მცხოვრებლებს უკვე თანამედროვე ბაღში შეეძლებათ პატარების მიყვანა. იგივე შეიძლება ითქვას სამგორის რაიონში მდებარე ერთ-ერთ მრავალჯგუფიან, N28 საბავშვო ბაღზე. მისი დემონტაჟიც ავარიულობის გამო განხორციელდა და რამდენიმე დღის წინ უკვე სამშენებლო სამუშაოები დაიწყო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, რეკონსტრუქციის სამუშაოები ისნის რაიონში მდებარე N37 საბავშვო ბაღშიც დაიწყო.

„დავიწყეთ ისნის რაიონში მდებარე N37 საბავშვო ბაღის რეკონსტრუქციის პროექტი. ბაღის შენობის ერთ ფლიგელს დაემატება სართული და შესაბამისად, გაიზრდება ჯგუფების რაოდენობა. ბაღი აღიჭურვება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, რასაც აქამდე სრულად ვერ აკმაყოფილებდა. პროექტის დასრულება მომავალი წლის ბოლომდე იგეგმება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, ავარიული საბავშვო ბაღების შენობების დემონტაჟთან დაკავშირებული პოლიტიკური სპეკულაციები სიმართლეს არ შეესაბამება.

„გვახსოვს სპეკულაციები პოლიტიკური პარტიების მხრიდან, თითქოს, ამა თუ იმ ბაღის ადგილას კორპუსების მშენებლობა იგეგმებოდა. ეს ჩვეულებრივი სპეკულაციები იყო, რასაც დღეს დაესვა წერტილი. საზოგადოება დარწმუნდა, რა დამოკიდებულება აქვს დედაქალაქის მთავრობას საბავშვო ბაღების მიმართ. მიზანი გვაქვს ერთი - მთელი ქალაქის მასშტაბით საბავშვო ბაღები უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

World
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way