USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
კახა კალაძე - გიორგი გახარია მომავალი პრემიერ-მინისტრი იქნება
თარიღი:  710

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მომავალ პრემიერ-მინისტრად ახლანდელი პრემიერი, გიორგი გახარია განიხილება.

აღნიშნულით კალაძემ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, განიხილება თუ არა მომავალ პრემიერ-მინისტრად თეა წულუკიანის კანდიდატურა და რა ცვლილებები იქნება მომავალი მთავრობის კაბინეტში.

კალაძის თქმით, თუ ვინ სად გააგრძელებს საქმიანობას ცნობილი გახდება მაშინ, როდესაც პარლამენტი დაამტკიცებს მთავრობას.

„თუ ვინ სად მოიაზრება და როგორ მოხდება გადანაწილება, ეს ცოტა მოგვიანებით, როდესაც პარლამენტი დაიწყებს მუშაობას, დაამტკიცეს მთავრობას. თქვენ იცით, რომ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია განიხილება მომავალ პრემიერ-მინისტრად. რაც შეეხება მთავრობის სხვა წევრებს, თუ ვინ რა მიმართულებით გააგრძელებს მუშაობას, მოემსახურება ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ეს ცოტა მოგვიანებით“, - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ არაოფიციალური ინფორმაციით, „ქართულ ოცნებაში“ თეა წულუკიანის შესაძლო გაპრემიერების საკითხი იხილებოდა, თუმცა როგორც ინფორმირებული წყაროები აცხადებენ, ამჟამად წულუკიანის კანდიდატურა მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის პოსტზე განიხილება და ამავდროულად, ისევ გრძელდება საუბარი მის შესაძლო პრემიერ მინისტრობაზე.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის