USD 2.6818
EUR 3.1404
RUB 3.6573
Тбилиси
კახა კალაძე - განცხადებები, რომ ბიძინა ივანიშვილი აპირებს პოლიტიკაში დაბრუნებას, არის ძალიან დიდი ტყუილი
дата:  868

განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილი აპირებს პოლიტიკაში დაბრუნებას, ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და სიცრუე , - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს დღეს ქართულ პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს.

„როდესაც გინდათ ამბობთ, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაშია და ის მართავს პოლიტიკურ პროცესებს, როდესაც გაწყობთ და თქვენთვის არის მისაღები, მაშინ ამბობთ, რომ ის შეიძლება პოლიტიკაში დაბრუნდეს. ამ ადამიანმა მაშინ, როდესაც საჭირო იყო გააკეთა განცხადება პოლიტიკიდან გასვლასთან დაკავშირებით. მას შემდეგ მას არანაირი კავშირი არ აქვს ქართულ პოლიტიკასთან. რა თქმა უნდა, ის სარგებლობს ძალიან დიდი ავტორიტეტით ჩვენ მოსახლეობაში, რადგან უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული ქველმოქმედების სახით და დღესაც რა თქმა უნდა, ასეთი პროექტები მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება, რომელსაც „ქართუ ფონდი“ და ბიძინა ივანიშვილის ოჯახი ახორციელებს. შესაბამისად, განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ის აპირებს პოლიტიკაში დაბრუნებას, ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და სიცრუე“, - განაცხადა კალაძემ.

Тбилиси
თელასი - თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 14 მაისს?

ქსელში გადართვების გამო 14 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ხაზინის, იყალთოს, ზურაბ ქაფიანიძის, პანკისის, ზაურ ბოლქვაძის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ვიქტორ დოლიძის, ბერბუკის, მერაბ კოსტავას, გურამ ბზვანელის და პავლე ასლანიდის ქუჩების ოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати