განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილი აპირებს პოლიტიკაში დაბრუნებას, ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და სიცრუე , - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს დღეს ქართულ პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს.
„როდესაც გინდათ ამბობთ, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაშია და ის მართავს პოლიტიკურ პროცესებს, როდესაც გაწყობთ და თქვენთვის არის მისაღები, მაშინ ამბობთ, რომ ის შეიძლება პოლიტიკაში დაბრუნდეს. ამ ადამიანმა მაშინ, როდესაც საჭირო იყო გააკეთა განცხადება პოლიტიკიდან გასვლასთან დაკავშირებით. მას შემდეგ მას არანაირი კავშირი არ აქვს ქართულ პოლიტიკასთან. რა თქმა უნდა, ის სარგებლობს ძალიან დიდი ავტორიტეტით ჩვენ მოსახლეობაში, რადგან უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული ქველმოქმედების სახით და დღესაც რა თქმა უნდა, ასეთი პროექტები მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება, რომელსაც „ქართუ ფონდი“ და ბიძინა ივანიშვილის ოჯახი ახორციელებს. შესაბამისად, განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ის აპირებს პოლიტიკაში დაბრუნებას, ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და სიცრუე“, - განაცხადა კალაძემ.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.