USD 2.6181
EUR 3.0205
RUB 3.1583
Тбилиси
კახა კალაძე - გამოძიება დაწყებულია, არანაირი საპარლამენტო კომისიების შექმნის აუცილებლობა არ არის
дата:  861

გამოძიება დაწყებულია, არანაირი საპარლამენტო კომისიების შექმნის აუცილებლობა არ არის - რაც შეეხება ვერტმფრენების მუშაობას, ვერტმფრენებმა თავისი გასაკეთებელი გააკეთეს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის ნაწილის ინიციატივას, რომ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

როგორც კალაძემ აღნიშნა, შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა დამატებითი სპეკულაცია და ტრაგედიის ბოროტად გამოყენებაა.

„ესეც სპეკულაციის ნაწილია. როგორც ვიცი, გამოძიება დაწყებულია, არანაირი საპარლამენტო კომისიების შექმნის აუცილებლობა არ არის. ეს არის დამატებითი სპეკულაცია და ტრაგედიის ბოროტად გამოყენება. რასაც ვხედავთ, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკოსების მხრიდან სიბინძურეა. პროკურატურას გამოძიება დაწყებული აქვს, ყველაფერი გაირკვევა. სამუშაოები ერთი წუთით არ გაჩერებულა.

მერწმუნეთ, უმძიმესი ვითარებაა. შეიძლება ტელევიზიით არ ჩანს ის მასშტაბები, თუ რა მასშტაბზეა საუბარი. რაც შეეხება ვერტმფრენების მუშაობას, ვერტმფრენებმა თავისი გასაკეთებელი გააკეთეს. 200-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს სამშვიდობოს და მისი შესასრულებელი სამუშაოები, რაც იყო, გააკეთეს.

რაც შეეხება ვახტანგ გომელაურს, წარმატებული მინისტრია. მინდა მას წარმატება ვუსურვო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ოჯახური ტრაგედიების, სირთულეებისგან არავინ ვართ დაზღვეული. ყველას მინდა გისურვოთ მშვიდობა, ჯანმრთელობა, ყოველივე კარგი, მათ შორის, ვახტანგ გომელაურსაც და მის ოჯახის წევრებს“,- აღნიშნა კალაძემ.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати