USD 2.7456
EUR 3.1012
RUB 3.3356
Tbilisi
კახა კალაძე - გამიჭირდება გიპასუხოთ ოპოზიციის ნაცვლად რა გადაწყვეტილებას მიიღებენ თვითმმართველობის არჩევნებისთვის
Date:  368

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიცია მარცხისთვის არის განწირული და მათ არცერთ რაიონსა თუ ქალაქში გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს.

„ვერ გეტყვით, საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. მესმის მათი შიშების, რადგან ისინი განწირულნი არიან მარცხისთვის. მათ არცერთ რაიონში, არცერთ ქალაქში, როგორც მერების, ისე საკრებულოების დონეზე, გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვთ. ამიტომ, რა თქმა უნდა, მათ წაგებულ ბრძოლაში შემოსვლის არანაირი სურვილი არ აქვთ, თუმცა ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

კალაძის განცხადებით, ოპოზიცია რეალურად, არ არსებობს და ის „ანგრეულ-გაფარჩაკებულია.“

„ოპოზიცია რეალურად, არ არსებობს - ანგრეულ-გაფარჩაკებულია. ეს არის ის რეალობა, თუ რას წარმოადგენს ეს რადიკალური დაჯგუფება. არსებითი მნიშვნელობა იმას არ აქვს ვინ იქნება ე.წ ლიდერი. ლიდერი ნიშნავს იმას, რომ გაქვს ხალხის მხარდაჭერა, სარგებლობ საზოგადოებაში დიდი ავტორიტეტით, შენს მიმართ აქვთ განსაკუთრებული დამოკიდებულება, თუნდაც სიყვარული. ავიღოთ ოპოზიციის ნებისმიერი წარმომადგენელი - ვინ სარგებლობს ამ ყველაფრით, რაც ჩამოვთვალეთ? - ბუნებაში არ არსებობს. შესაბამისად, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რას ეტყვიან გარედან და ვის დააყენებენ ამ რადიკალური დაჯგუფების ე.წ ლიდერად“, - განაცხადა კალაძემ.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მათთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს მიიღებს თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ოპოზიცია.

„ჩვენ ჩვეულებრივად ვემზადებით არჩევნებისთვის. მთავარია ქვეყნის მოსახლეობა, ჩვენ არ ვმოქმედებთ იქიდან გამომდინარე თუ რა მდგომარეობაშია ოპოზიცია - გინდ ცალ-ცალკე, გინდ შეერთებული. ჩვენ მათი გაერთიანებებიც ბევრჯერ გვინახავს და ფანჩატურებიც.

არ აქვს არსებითი მნიშვნელობა ოპოზიცია მიიღებს თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა ქალაქებთან და მუნიციპალიტეტებთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაკეთდეს. უამრავი პრობლემა და გამოწვევები არსებობს, რასაც წლების განმავლობაში პასუხი სჭირდება და საზოგადოება ელოდება კონკრეტულ პროექტებსა და ხედვებს თუ რა გაკეთდება რეგიონებში, სოფლებსა და ქალაქებში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way