USD 2.6883
EUR 3.1749
RUB 3.5050
Tbilisi
კახა კალაძე - ძალიან ხშირია იმაზე საუბარი, რომ ჯერ ერთი ქუჩა გააკეთეთ და მერე მეორე. მესმის, დისკომფორტია, მაგრამ ასე თითო ქუჩას რომ ველოდოთ, რამდენი წელი უნდა გავიდეს?
Date:  

ჩვენი რეფორმით, რომელსაც ვახორციელებთ, გვინდა რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გავაჩინოთ უფრო მეტი ზოლი, იმისთვის რომ თავისუფლად, უპრობლემოდ და შეფერხებების გარეშე შეძლოს გადაადგილება, - ამის შესახებ კახა კალაძემ „იმედის კვირასთან“ სატრანსპორტო პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა. თბილისის მერის განმარტებით, დღეს დედაქალაქი გარდამავალ ეტაპზეა, როდესაც ქუჩების ნაწილი უკვე რეაბილიტირებულია, ნაწილი კი არა, რაც გადაადგილების მხრივ სირთულეებს ქმნის.

„არის კონკრეტული ქუჩები, რომლებიც მოწესრიგებულია, რეაბილიტირებულია, ავტობუსის ზოლები არის, მაგრამ არის ქუჩები, სადაც არც რეაბილიტაცია ჩატარებულა, არც ავტობუსის ზოლები გვაქვს. რა თქმა უნდა, ეს წყვეტა გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს, იმიტომ რომ არის მონაკვეთები, სადაც ავტობუსი, მიკროავტობუსი უპრობლემოდ გადაადგილდება და კონკრეტულ ქუჩებზე ჩვეულებრივად დგას საცობში კერძო ავტომობილებთან ერთად - კერძო ავტომობილებსაც ხელს უშლის და თავისთვისაც პრობლემას წარმოადგენს. ჩვენი რეფორმით, რომელსაც ვახორციელებთ, გვინდა რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გავაჩინოთ უფრო მეტი ზოლები, იმისთვის რომ თავისუფლად, უპრობლემოდ და შეფერხებების გარეშე შეძლოს გადაადგილება.

ძალიან გვინდა რომ სწრაფად გაკეთდეს ის ყველაფერი, რაც გვაქვს დაგეგმილი, რასაც ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ ვახორციელებთ. მაგრამ, ამას აქვს მეორე მხარე. მარტივ მაგალითს მოვიყვან: დავიწყეთ 2 ქუჩის რეაბილიტაცია - წერეთლის გამზირის და უნივერსიტეტის ქუჩის. ხომ ხედავდით ყველა რა ხდებოდა ქალაქში გადაადგილების თვალსაზრისით? მხოლოდ 2 ქუჩაზეა საუბარი. 2 ქუჩის ჩაკეტვა მოგვიწია, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციები გამოგვეცვალა, მოგვეწესრიგებინა ყველაფერი, რომ გზა რომ დაიგება, ხვალ, ზეგ, შემდეგ დღეებში ისევ გადასათხრელი არ იყოს დაზიანებული კომუნიკაციების გამო. 2 გზის ჩაკეტვამ ამხელა დისკომფორტი გამოიწვია ქალაქში. წარმოგიდგენიათ, რამდენი ქუჩაა მოსაწესრიგებელი, რამდენი ქუჩაა გასაკეთებელი, რამდენი გამზირი? ამ ყველაფერს გარკვეული დრო სჭირდება. მაგრამ ჩვენც შეზღუდულები ვართ, იმიტომ რომ არის ერთი მხარე, რომ ინფრასტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს, მაგრამ არის მეორე მხარეც, რომ ბევრს ერთად ვერ აკეთებ, იმიტომ რომ ძალიან დიდ დისკომფორტს იწვევს. ძალიან ხშირია იმაზე საუბარი, რომ ჯერ ერთი ქუჩა გააკეთეთ და მერე მეორე. მესმის, დისკომფორტია, მაგრამ ასე თითო ქუჩას რომ ველოდოთ, რამდენი წელი უნდა გავიდეს?“ - აცხადებს კალაძე.

World
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way