USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
კახა კალაძე - ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, თუ მათ ექნებათ შესაძლებლობა, პირდაპირ ჩამოვიდნენ, ცუდი რა იქნება ამაში
თარიღი:  581

სასტუმრო "შერატონ გრანდ მეტეხი პალასში" „ქართული ოცნების" ისნის, სამგორის, კრწანისისა და მთაწმინდის ორგანიზაციების კონფერენცია მიმდინარეობს, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და "ქართული ოცნების" სხვა ლიდერები ესწრებიან.

თბილისის მერის კახა კალაძემ  ჟურნალისტებს განუცხადა, მოხდება რაიონული პარტიის ორგანიზაციის თავმჯდომარეებისა და ბიუროს წევრების არჩევა.

„ეს პროცესი გაგრძელდება და გვინდა, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა რაიონში ჩავიდეთ და შევხვდეთ ჩვენი პარტიის წარმომადგენლებს. დღეს საუბარი გვექნება სხვადასხვა საკითხებზე, გამოწვევებზე, პრობლემებზე, თუ რა არის გასაკეთებელი. ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ არჩევნებისთვის მზადება დაწყებულია", - განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძემ რუსეთიდან ფრენების აღდგენის თემაზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, თუ მათ ექნებათ შესაძლებლობა, პირდაპირ ჩამოვიდნენ, ცუდიამაში არაფერი იქნება.

„ჩვეულებრივი ფარისევლები არიან. ჩვენ ხომ გვახსოვს მათი განცხადებები იგივე ტურისტების შემოსვლასთან დაკავშირებით, რა არის ცუდი ამაში თუ პირდაპირი ფრენები იქნება, თუ ადამიანი ერევნის გავლით ან სხვა ქვეყნის გავლით პირდაპირ შემოდიოდა საქართველოში, პირდაპირი ფრენებით თუ შემოვა ცუდი რა არის ამაში. ხომ ვსაუბრობთ, რომ ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, თუ მათ ექნებათ შესაძლებლობა, პირდაპირ ჩამოვიდნენ, ცუდი რა იქნება ამაში“, - აღნიშნა კალაძემ.

 

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის