USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
კახა კალაძე - დიდი ლილოს ნაგავსაყრელის მოსაწესრიგებლად პროექტზე მუშაობა დეკემბერში დასრულდება
Date:  436

დედაქალაქი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით, აქტიურ ფაზაში გადავიდა დიდი ლილოს პოლიგონზე გაზშემკრები სისტემის მოსაწყობად, რაც დაგვეხმარება დავაკმაყოფილოთ 2014 წელს გაფორმებული ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით დაკისრებული გარემოსდაცვითი ვალდებულება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენი გუნდისთვის, პირადად ჩემთვის, დიდი ლილოს მუნიციპალური ნარჩენების პოლიგონზე არსებული პრობლემების შესახებ ცნობილია და მინდა გითხრათ, რომ ამ თვალსაზრისით კარგად მესმის ადგილობრივი მოქალაქეების. ჩვენ მოვახდინეთ ყველა პრობლემის იდენტიფიცირება და უმნიშვნელოვანესი პროექტები დავგეგმეთ, რაც უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში განხორციელდება. დაგეგმილი სამუშაოები შეამცირებს განთავსებული ნარჩენების რაოდენობას, რაც მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის თვალსაზრისით და ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

დედაქალაქი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით, აქტიურ ფაზაში გადავიდა დიდი ლილოს პოლიგონზე გაზშემკრები სისტემის მოსაწყობად, რაც დაგვეხმარება დავაკმაყოფილოთ 2014 წელს გაფორმებული ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით დაკისრებული გარემოსდაცვითი ვალდებულება. აღნიშნული პროექტი მოიცავს ნარჩენების განსათავსებელი უჯრედების საბოლოო გადახურვასა და უკვე მოქმედი თუ დახურული უჯრედებიდან მეთანის გაზის შეგროვებას.

EBRD-მ დედაქალაქს დაუქირავა საერთაშორისო საკონსულტაციო და საინჟინრო კომპანია (Enviroplan S.A. – „ენვიროფლან ეს ეი“), რომლის კონსულტანტებმაც ევროპული სტანდარტების შესაბამისად ჩაატარეს ყველა საჭირო კვლევა. კომპანია მიმდინარე წლის დეკემბერში დაასრულებს პროექტზე მუშაობას, რომლის საფუძველზეც გამოცხადდება გაზშემკრები სისტემისა და გაზის უტილიზაციის შესახებ ტენდერი, საერთაშორისო წესებისა და პირობების დაცვით. ტენდერის დასრულების შემდეგ კი დაიწყება პროექტის განხორციელება.

ასევე, EBRD-ისა და საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფ ICP-ის ( აი სი ფი) დახმარებით, ახლო მომავალში იგეგმება მასალების აღმდგენი ობიექტისა და მექანიკური ბიოლოგიური დამუშავების საწარმოს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მშენებლობა. ოქტომბრის ბოლოსთვის მზად იქნება ამ შენობა-ნაგებობებისა და დანადგარების კონცეპტუალური დიზაინი. ეს იქნება ნარჩენების სეპარირებულად შეგროვების, განთავსებისა და გადამუშავების დაწყების საფუძველი.

გარდა ამისა, ლილოს პოლიგონზე იგეგმება ნაჟური წყლების გამწმენდი ნაგებობის მოწყობა, რაც დღეს სერიოზული პრობლემაა. ამ ეტაპზე ტექნიკური მახასიათებლების შემუშავება მიმდინარეობს, რის შემდეგაც EBRD-ის ეგიდით საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდება. აღნიშნული პროექტი მომავალი წლის განმავლობაში დასრულდება.

აქვე ინფორმაციისთვის აღვნიშნავ, რომ დიდი ლილოს პოლიგონი ფუნქციონირებს 2010 წელს გაცემული ნებართვის შესაბამისად. ნაგავსაყრელი შედგება 3 უჯრედისაგან, პირველი და მეორე უჯრედი სრულად შევსებულია. ამ დროისთვის ფუნქციონირებს მესამე უჯრედი, სადაც მიმდინარეობს ნარჩენების განთავსება, გაცემული ნებართვის შესაბამისად. ხდება ნარჩენების კომპაქტირება და ყოველდღიურად გადაფარვა. ვინაიდან უჯრედებს აქვს თავისი ტევადობა, იგეგმება მეოთხე უჯრედის მოწყობა (10 ჰექტარზე), რომელზეც საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად მომზადებულია პროექტი. 2010 წელს გაცემული ნებართვის ფარგლებშიც გათვალისწინებული იყო სწორედ ოთხი უჯრედის მოწყობა“, - აღნიშნა კალაძემ.

society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way