USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
კახა კალაძე - დიალოგზე უარი „ქართულ ოცნებას“ არასდროს უთქვამს, ჩვენ კარი არასდროს დაგვიხურავს
Date:  379

დიალოგზე უარი „ქართულ ოცნებას“ არასდროს უთქვამს, ჩვენ კარი არასდროს დაგვიხურავს. შესაბამისად, ამისთვის ყოველთვის მზად ვიყავით, ამის დამადასტურებელია ის, რომ ძალიან ბევრჯერ გაიმართა შეხვედრები ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით და ახლაც არის დიალოგისთვის მზადყოფნა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, თუკი ოპოზიცია პარლამენტში დაბრუნდება, ამას მმართველი გუნდი მიესალმება.

„მოწოდებებს, რასაც ვისმენთ ორივე მხარის მიმართ, არის ის, რომ გარკვეულწილად ჩიხში არ შევიდეს ეს პროცესები, რაც რა თქმა უნდა, ქვეყანას, დემოკრატიას, ქვეყნის განვითარებას დაააზიანებს.

რაც შეეხება ოპოზიციის შესვლას პარლამენტში, ამის წინააღმდეგი ჩვენ არასდროს ვყოფილვართ და ის გადაწყვეტილებები, რომელიც ამ პერიოდში ჩვენი მხრიდან იყო და რა განცხადებებიც კეთდებოდა, მიმართული იყო იმისკენ, რომ ოპოზიცია პარლამენტში შემოსულიყო, ამას ჩვენ მივესალმებით, რადგან იმ მხარდაჭერას, რაც მათ საზოგადოების გარკვეული ნაწილისგან მიიღეს, პატივისცემა სჭირდება. ჩვენი მხრიდან მხოლოდ მისასალმებელი იქნება ოპოზიციის პარლამენტში დაბრუნება, საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენება, პოლემიკა ქვეყნის განვითარებაზე, იმ კონკრეტულ პროექტებთან, რეფორმებთან მიმართებაში“, - განაცხადა კალაძემ.

ის ასევე ახალ სამთავრობო გუნდსაც გამოეხმაურა და მაია ცქიტიშვილსა და გიორგი გახარიას წარმატებები უსურვა.

„ირაკლის მინდა წარმატებები ვუსურვო, ვისურვებდი, რომ ის ყოფილიყო გამაერთიანებელი საზოგადოების. რაც შეეხება ქალბატონ მაიას, ეს იყო მისი გადაწყვეტილება, მინდა ქალბატონ მაიას თავისი საქმიანობისთვის მადლობა გადავუხადო და გიორგი გახარიას მადლობა გადავუხადო, რომ ის იყო ჩვენი ქვეყნის პრემიერი“, - განაცხადა კალაძემ.

tbilisi
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way