USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Тбилиси
კახა კალაძე - დღეიდან, N302 მარშრუტზე 9 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი გავიდა
дата:  

საზოგადოებრივი ტრანსპორტით დედაქალაქში გადაადგილება უნდა იყოს ყველაზე სწრაფი, ყველასთვის ხელმისაწვდომი და ამ მიმართულებით ყველაფერს ვაკეთებთ - დღეიდან, #302 მარშრუტზე 9 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი გავიდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა

მისივე თქმით, დღეიდან აღნიშნული ავტობუსები, დიდი დიღმის დასახლებიდან სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებით იმოძრავებს და ამ მარშრუტზე აქამდე მოძრავ 12-მეტრიან ავტობუსებს ჩაანაცვლებს.

როგორც კალაძე აღნიშნავს, სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში კიდევ 40 ავტობუსის ყიდვა იგეგმება.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს ყველაზე კომფორტული, საზოგადოებრივი ტრანსპორტით დედაქალაქში გადადგილება უნდა იყოს ყველაზე სწრაფი ყველასთვის ხელმისაწვდომი და რა თქმა უნდა, ყველაფერს ვაკეთებთ ამ მიმართულებით, ცხადია, არსებობს გამოწვევები, პრობლემები, რომ არ ყოფილიყო ეს გამოწვევები და პრობლემები ამხელა რეფორმის განხორციელებას არ დავიწყებდით, ხომ?! გვინდა, უკეთესი გავხადოთ ჩვენი ქალაქი და საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ერთ-ერთი საუკეთესო. ამისკენ მივისწრაფვით.

დღეს დილიდან, #302 მარშრუტზე 9 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი გავიდა. საზოგადოებამ იცის, რომ არასოდეს ამირიდებია თვალი ქალაქში არსებული პრობლემებისთვის. კარგად ვიცით, რომელ უბანს რა პრობლემები აქვს და შემთხვევით არ არის ის, რომ ეს კონკრეტული ავტობუსები დიდი დიღმის მარშრუტზე შევიყვანეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დღეიდან აღნიშნული ავტობუსები, დიდი დიღმის დასახლებიდან სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებით იმოძრავებს და ამ მარშრუტზე აქამდე მოძრავ 12-მეტრიან ავტობუსებს ჩაანაცვლებს“, - განაცხადა კალაძემ.

мир
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати